Conventionalism
ოქსფორდის ლექსიკონის შესაბამისად: 1. ტენდენცია, დაცულ იქნეს კონვენციონალური ქცევის ნორმები. 2. კ–სადმი მიდრეკილი ყველა მახასიათებელი, კონვენციონალური პრინციპი, იდეა, ჩვევა და პრაქტიკა. 3. ფილოსოფიური პრინციპი, რომლის მიხედვითაც ლოგიკის პრინციპები მხოლოდ და მხოლოდ შეთანხმების საგანია. პოლიტიკური მნიშვნელობის კ. შეიძლება ავხსნათ, როგორც კონსენსუსის იდეური პლატფორმა, ინდივიდთა, ჯგუფების, სახელმწიფოთა და მათი ლიდერების, ყველა პოლიტიკური ძალის შეთანხმება ურთიერთმისაღებ პირობებზე, ხოლო შეძლებისდაგვარად პოლიტიკური კურსისი თაობაზე.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: