კონტაქტის ჰიპოთეზა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Contact Hypothesis

კონტაქტის ჰიპოთეზის მიხედვით, მტრულ ჯგუფებს შორის პირდაპირი კავშირი ამცირებს ცრურწმენებს.

1954 წლის ზაფხულში მუზადერ შერიფმა და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელმაც დაადასტურა კონტაქტის ჰიპოთეზა. მათ ორ ჯგუფად დაყოფილი ბიჭები ოკლაჰომის შტატის სახელმწიფო პარკში მოწყობილ საზაფხულო ბანაკში წაიყვანეს. ჯგუფებს პირობითად „არწივები“ და „ჩხაკუნები“ უწოდეს. თითოეული ჯგუფი თავად უვლიდა თავის თავს: დაეხეტებოდნენ პარკის ტერიტორიაზე, ცურავდნენ, საჭმელს იმზადებდნენ და ერთი კვირის მანძილზე არაფერი იცოდნენ მეორე ჯგუფის შესახებ. ორმა ჯგუფმა ერთმანეთი შეჯიბრის სიტუაციაში გაიცნო. ისინი ბეისბოლში, ფეხბურთსა და ბაგირის გადაწევაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, რასაც მათ შორის გამძვინვარებული მეტოქეობა და მტრობა მოჰყვა. მათ დაწვეს ერთმანეთის ალმები, დაარბიეს და გაძარცვეს საცხოვრებელი კოტეჯები და საკვების გამო ნამდვილი ბრძოლა გააჩაღეს.

ექსპერიმენტატორებმა ივარაუდეს, რომ მტრობის შესამცირებლად წახალისებული უნდა ყოფილიყო ადამიანების ერთმანეთზე დამოკიდებულება და საერთო მიზნები. შესაბამისად, ჯგუფებს მოუწიათ თანამშრომლობის დაწყება საერთო ამოცანების შესასრულებლად.

მუზაფერ შერიფისა და მისი კოლეგების ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ჰარმონიის მიღწევის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად იზრდება, როდესაც ჯგუფებს საერთო მიზნების მისაღწევად ერთად მუშაობა უწევთ. ამის შემდეგ არასასურველი ჯგუფის შესახებ დადებით ინფორმაციას ახალი თვალით უყურებენ, ლიდერებს კი ხელეწიფებათ თანამშრომლობის მიმართულებით გაბედული ნაბიჯების გადადგმა. ერთი სიტყვით, მტრობა უკანა პლანზე იწევს, როდესაც ჯგუფები ერთად ცდილობენ ისეთი საერთო მიზნების მიღწევას, რომლებიც რეალური და ყველა დაინტერესებული მხარისთვის დამაჯერებელია.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Sherif, M. (1961/1988). Intergroup conflict and cooperation; the Robbers Cave experiment. Norman, University Book Exchange. 

კატეგორია: 
ავტორები: