კომფორტი კონტაქტისას

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Contact comfort

დედასთან ან სხვა მზრუნველთან ჩვილის ფიზიკური სიახლოვიდან მომდინარე კომფორტის განცდა.

ზიგმუნდ ფროიდის და სხვა ფსიქოლოგების თანახმად, ბავშვები იმიტომ ეჯაჭვებიან მშობლებს, რომ ისინი მათ საკვებით უზრუნველყოფენ ანუ აკმაყოფილებენ ბავშვის უპირველეს ბაზისურ მოთხოვნილებას. ამ მოსაზრებას მიჯაჭვულობის შიმშილის თეორიას უწოდებენ. ეს თეორია რომ მართებული იყოს, ბავშვებს კეთილდღეობისთვის სათანადოდ გამოკვების გარდა არაფერი დასჭირდებოდათ. ჰარი ჰარლოუს (1965) არ სჯეროდა, რომ შიმშილის თეორია ხსნიდა  მიჯაჭვულობის მნიშვნელოვნებას. ამ თეორიის შესამოწმებლად მან გამოთქვა საკუთარი ჰიპოთეზა, რომ ჩვილები შეიძლება იმათაც მიეჯაჭვონ, ვისთანაც კონტაქტისას კომფორტულად იგრძნობენ თავს (Harlow & Zimmerman,1958). მან მაკაკები დაბადებისთანავე მოაშორა დედებს და მოათავსა გალიებში, სადაც მათ ორი ხელოვნური „დედა” დახვდათ. ერთი მათგანი მავთულისგან იყო დამზადებული, მეორე კი — ხაოიანი ქსოვილისგან (იხ. სურათი). ჰარლოუმ აღმოაჩინა, რომ პატარა მაკაკებმა ქსოვილის „დედასთან“ ახლოს დაიბუდეს და ცოტა დროს ატარებდნენ მავთულის „დედასთან“. ეს მაშინაც კი ასე ხდებოდა, როდესაც რძეს მათ მხოლოდ მავთულის „დედა“ აძლევდა. როცა საშიში სტიმული (მაგალითად, დოლზე მობრახუნე სათამაშო დათუნია) გამოჩნდებოდა, პატარა მაკაკები ქსოვილისგან დამზადებულ „დედასთან“ გარბოდნენ. როდესაც ახალი საინტერესო სტიმული გამოჩნდებოდა, მაკაკები სტიმულის გამოსაკვლევად თანდათანობით ბედავდნენ „დედისგან“ მოშორებას და კვლევის განახლებამდე ისევ ქსოვილისგან დამზადებულ „დედასთან“ ბრუნდებოდნენ.

ჰარლოუსა და მისი კოლეგების შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ სუროგატ დედასთან ძლიერი მიჯაჭვულობის ფორმირება მაიმუნებში არასაკმარისი იყო ჯანსაღი სოციალური განვითარებისათვის. თავდაპირველად, ექსპერიმენტატორებმა იფიქრეს, რომ პატარა მაკაკები ქსოვილის სუროგატ დედასთან ნორმალურად ვითარდებოდნენ, თუმცა, ძალზე განსხვავებული სურათი მიიღეს, როდესაც ამ პირობებში გაზრდილ მდედრ მაიმუნებს თავად მოუწიათ დედის როლის შესრულება. მაიმუნებს, რომელთაც ადრეულ ასაკში არ ჰქონდათ სხვა მაიმუნებთან ურთიერთობის საშუალება, გაუჭირდათ ნორმალური სოციალური და სექსუალური ურთიერთობების დამყარება მოზრდილობაში.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ

კატეგორია: 
ავტორები: