Conflict Theory
ზოგადი ტერმინი, რომელიც აერთიანებს სოციოლოგიურ მიდგომათა ფართო სპექტრს. კონფლიქტის სოციოლოგიური თეორიები უპირისპირდებიან ფუნქციონალისტურ მიდგომებს. კ. თ–ის თანახმად, კონფლიქტი ყოველგვარი საზოგადოების მოუცილებელი ნიშანია, რადგან საზოგადოებაში არსებობს დეფიციტური რესურსები, რომელზეც ყველა სოციალურ ჯგუფსა და პიროვნებას ხელი არ მიუწვდება. მარქსისტები ყურადღებას ამახვილებენ კლასობრივ კონფლიქტზე, რომელიც ეკონომიკური რესურსების განაწილების საფუძველზე ჩნდება. მაქს ვებერის მიმდევრები ხაზს უსვამენ კონფლიქტს, რომელიც წარმოიშობა სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის სტატუსისა და ძალაუფლებისათვის კონკურენიციის საფუძველზე.
კატეგორია: