კონცეპტუალური ინოვაცია საჯარო სექტორში

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Conceptual Innovation in Public Sector

ფართო გაგებით, კონცეპტუალური ინოვაცია გულისხმობს პრობლემების დღემდე არსებული პოზიციების, აღქმის სისტემისა და პრობლემებისადმი დამოკიდებულების შეცვლას. მასში შედის პოლიტიკის ინოვაციები - პოლიტიკის აღქმების ან ქცევითი მიდგომების ცვლილება; კონცეპტუალურ ინოვაციათა რიცხვში შესაძლებელია მოვიაზროთ: სისტემური ინოვაციები - ახალი ან გაუმჯობესებული გზები, როგორც საჯარო სექტორის მთლიანად, ასავე მისი ცალკეული ერთეულების ოპერირებისთვის ანდა დაინტერესებულ მხარეებთან ინტერაქციისათვის. ამ უკანასკნელს საკმაოდ დიდი მსგავსება აქვს მმართველობით ინოვაციასთან, რომელშიც იგულისხმება მოქალაქეთა ჩართულობაზე ორიენტირებული ახალი ფორმებისა და სისტემების დანერგვა (ადგილობრივი ფორუმები, უფლებადელეგირებული მთავრობები); სტრატეგიული ინოვაცია - არსებითი ხასიათის ცვლილებები ორგანიზაციის მისიასა და მიზნებში (საზოგადოებრივი პატრულირება; საავადმყოფოების დაფინანსების სისტემების შეცვლა); რიტორიკული ინოვაცია - ტერმინოლოგიისა და ახალი სემანტიკის დამკვიდრება (საცობებზე გადასახადი ლონდონში, კარბონის გადასახადი). 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). Dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.

 
ავტორები: