შემავსებელი ფერები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Complementary Colors

ფერები, რომლებიც მდებარეობს ფერთა წრეზე ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს და ადიტურად შერევისას თეთრი სინათლის შეგრძნებას იწვევს, მაგალითად, შემავსებელი ფერებია ყვითელი და მწვანე, წითელი და ლურჯი. შემავსებელი ფერების (იხ. სურათი). როცა დაჟინებით დააცქერდებით რაიმე ფერს საკმაოდ დიდხანს, თქვენი რეცეპტორების არასრულ გადაღლამდე და შემდეგ მზერას თეთრ ზედაპირზე გადაიტანთ, საწყისი ფერის შემავსებელ ფერს დაინახავთ. ამას ნეგატიური თანმიმდევარი კვალი ეწოდება.

შემავსებელი ფერების ერთმანეთში აღრევა ახასიათებთ ადამიანებს, რომლებსაც ფერთა ნაწილობრივი სიბრმავე აქვთ, მაგალითად, უჭირს მწვანისა და წითლის ერთმანეთგან განსხვავება, განსაკუთრებით, თუ ისინი სუსტი სიმაძღრის არიან. უფრო იშვიათად გვხვდება ხალხი, რომელიც ერთმანეთში ყვითელ და ლურჯ ფერებს ურევს. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ

კატეგორია: 
ავტორები: