Collectivism
ტერმინი შეესატყვისება ნებისმიერ დოქტრინას, რომელიც ამტკიცებს საზოგადოებრივი ინტერესების პრიორიტეტს კერძო ინტერესებზე. ამ აზრით, კ. უკავშირდება ყველა მოქალაქის თანასწორობის იდეას. კონკრეტულ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან მიმართებით ტერმინი გამოიყენება „კოლექტიური პასუხისმგებლობის“ კონტექსტში, რომლითაც ახასიათებენ ბრიტანეთის აღმასრულებელი ხელისუფლების სამუშაო პრინციპს. ამ პრინციპის მიხედვით, უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება არა ცალკეული მინისტრების, არამედ მინისტრთა მთელი კაბინეტის მიერ.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: