სახელმძღვანელო თეორიული, სამეცნიერო, ფილოსოფიური ან პოლიტიკური პრინციპები. ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკური დ. გამოხატავს სახელმწიფოს ოფიციალურ შეხედულებებსა და დებულებებს, რომლებშიაც ასახულია მოცემული ქვეყნის პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, შერჩეულია მოკავშირეები და ამ ამოცანების გადაწყვეტის გზები შორ, საშუალო და ახლოვადიან პერსპექტივაში. სახელმწიფოს პოლიტიკური დ. ვალდებულია გაითვალისწინოს ქვეყნის მთელი პოტენციალი (ეკონომიკური, სამხედრო, დემოგრაფიული, ფსიქოლოგიური, ეკოლოგიური და ა.შ.), რომელიც აუცილებელი იქნება დასახული მიზნის მისაღწევად. შემოთავაზებული გაგებით, ტერმინი „პოლიტიკური დ.“ ზოგიერთ პოლიტოლოგიურ ტრადიციაში ემთხვევა ტერმინს „დიდი სტრატგია“.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი