კლასობრივი ინტერესები და ცნობიერება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Class Interests and Consciousness

ეს ტერმინი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მსგავსი სოციალური მდგომარეობის მქონე ინდივიდთა მაკროჯგუფები შესაძლებელია ატარებდნენ იდენტურ სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ ინტერესებს. მარქსისტების აზრით, ადამიანის კლასობრივი პოზიცია, ანუ მისი ადგილი საზოგადოებრივი წარმოების ისტორიულად განსაზღვრულ სისტემაში გარკვეულ ობიექტურ, სუბიექტის ნებელობისაგან დამოუკიდებელ, მოთხოვნებს უყენებს მას. თუმცა ეს უკანასკნელი მან შეიძლება გაიცნობიეროს ან – არა. ადამიანებში კ. ც–ის გაჩენას განაპირობებს ის, რომ იდენტური ინტერესები და გარემოებები აიძულებენ ერთნაირი სოციალური მდგომარეობის მქონე ინდივიდებს ერთობლივად იბრძოლონ ამ ინტერესთა განხორციელებისათვის. ამ პირობებში ისინი თავს აცნობიერებენ ერთი მთლიანობის – სოციალური კლასის წევრად. ანუ „კლასი თავისთავად“ (ერთნაირი სოციალური პოზიციის მქონე ინდივიდთა ერთობლიობა) თავს აცნობიერებს როგორც კლასი, როგორც იდენტური ინტერესების მატარებელი ერთობა, ქმნის შესაბამის ღირებულებათა და შეხედულებათა სისტემას, ახდენს თავისი თავის ორგანიზებას პოლიტიკური პარტიების ფორმით და იწყებს კლასობრივი ინტერესებისათვის გააზრებულ ბრძოლას, რითაც ის იქცევა „კლასად თავისთვის“.

კატეგორია: 
ავტორები: