ბავშვზე ძალადობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Cild Abuse

ყოველწლიურად მილიონობით ბავშვი ხდება ოჯახში ძალადობის მოწმე, რაც ძლიერ გავლენას ახდენს მათ მომავალზე. ეს ბავშვები მხოლოდ მშობლების ძალადობის მომსწრენი კი არ არიან, თავადაც ხდებიან მსხვერპლნი. სასტიკი და დამამცირებელი მოპყრობა, უმეთვალყურეოდ მიტოვება, სექსუალური შეურაცხყოფა ბავშვების მიმართ ძალადობის ფორმებია, რომლებსაც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ვხვდებით და რომელთა მიზეზები კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ პრაქტიკებშია. ძალადობის დიდი წილი ოჯახში ხდება; მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია აკრძალული ბავშვების ფიზიკურად დასჯა, ხოლო ქვეყნების უმრავლესობაში ბავშვები არ არიან დაცული ცემისგან. გარდა ამისა, ბავშვები ძალადობის ობიექტები არიან სხვადასხვა დაწესებულებაში - სკოლებში და სხვა ისეთ ადგილებში, სადაც მათზე უნდა ზრუნავდნენ. ბევრ ქვეყანაში ნებადართულია სკოლებში მოსწავლეების ფიზიკურად დასჯა და ცემა.

არსებობს ძალადობის კონკრეტული ფორმები, რომლებიც ყველა ქვეყანაში გვხვდება. სექსუალური ძალადობა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ზეწოლა ბავშვთა მიმართ ძალადობის ყველაზე გავრცელებული გამოვლინებებია. ბევრ ქვეყანაში გოგონებისა და ბიჭების სექსუალური შეურაცხყოფა სწორედ ოჯახში ხდება ოჯახთან დაახლოებული პირის მიერ. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი უფრო ხშირად გოგონები არიან, ვიდრე ბიჭები: ისინი უფრო მოწყვლადი ჯგუფია ძალადობის მიმართ, რაც საზოგადოებაში არსებული მეტწილად გენდერული, ძალაუფლებრივი ურთიერთობების შედეგია.

ბავშვების მიმართ ძალადობის ფაქტები სათანდოდ არ აღირიცხება, რადგან ბევრ მსხვერპლს ეშინია შურისძიებისა მოძალადეების მხრიდან, რაც მათ მდგომრეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. შიში ხშირად სტიგმას უკავშირდება, თუ მოძალადე ოჯახის წევრია, რომელმაც ბავშვზე სექსუალური ძალადობა ჩაიდინა. ამგვარი ფაქტების შესახებ დუმან იმის გამოც, რომ ხშირად მოძალადეები საზოგადოებაში იერარქიის მაღალ საფეხურზე დგანან - არიან დამსაქმებლები, პოლიციის ოფიცრები ან თემის ლიდერები. გარდა ამისა, პატრიარქალურ საზოგადოებებში ხშირად „ოჯახის სიწმინდის“ ცნება და გოგონას „რეპუტაცია“ უფრო მაღლა დგას, ვიდრე გოგონას კეთილდღეობა და მისი უფლებები.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Paulo Sérgio Pinheiro, World report (2006) on violence against children, available at: http://www.unicef.org/lac/full_tex(1).pdf

კატეგორია: 
ავტორები: