ბისექსუალობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Bisexuality

ბისექსუალობა, როგორც სექსუალური იდენტობის კატეგორია, შესაძლოა რამდენიმე მნიშვნელობას აერთიანებდეს. ის შეიძლება, აღწერდეს ადამიანებს, რომლებსაც:

  • აქვთ სექსუალური და ემოციური ლტოლვა როგორც ქალების, ისე კაცების მიმართ;
  •  მზად არიან ჰქონდეთ ემოციური და სექსუალური კავშირი სხვა ადამიანთან ინდივიდუალური მოწონების და არა გენდერული იდენტობის ან სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე (ასევე გვხვდება პანსექსუალობის სახელით);
  • უპირატესად განიცდიან ემოციურ და სექსუალურ მიზიდულობას ერთ-ერთი სქესის მიმართ, თუმცა ეს არ გამორიცხავს სხვა სქესის ადამიანთან ემოციურ და სექსუალურ კავშირს;
  • თვლიან, რომ ტერმინი „ბისექსუალი“ უკეთ აღწერს მათ იდენტობას, ვიდრე „ლესბოსელი“ ან „გეი“.

სექსუალობის გავრცელებული ორპოლუსიანი დაყოფა ჰეტეროსექსუალებად და ჰომოსექსუალობად ხშირად გამორიცხავს ბისექსუალობის ლეგიტიმურ იდენტობად აღიარებას და იმ ადამიანთა ხმა და გამოცდილება, რომლებიც საკუთარ თავს ბისექსუალის კატეგორიას მიაკუთვნებს, ხშირად მარგინალური ან უხილავია ლგბტ მოძრაობაში, სექსუალობასთან დაკავშირებულ კვლევასა თუ აქტივიზმში. ბისექსუალობა, ასევე ხშირად არასწორად გაიგება, როგორც „გარდამავალი ფაზა“ ნამდვილი სექსუალური ორიენტაციის ჩამოყალიბებისკენ. სექსუალობის მკვლევართა დიდი ნაწილი ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს ბისექსუალობის ასეთ გაგებას და ბისექსუალობაზე, როგორც თვითკმარ და ლეგიტიმურ იდენტობაზე ისაუბროს. ბისექსუალობა ასახავს პიროვნების ნამდვილ მიზიდულობას ადამიანთა განსხვავებული სპექტრისადმი.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ბისექსუალობასთან, როგორც სექსუალურ იდენტობასთან დაკავშირებით გვხვდება, არის ცრურწმენა, რომ ბისექსუალი ადამიანების რომანტიკული ურთიერთობები არასტაბილურია და ბისექსუალები სექსუალური პარტნიორების ცვლისკენ არიან მიდრეკილნი, მხოლოდ სექსზე არიან ორიენტირებულნი. ამ შეხედულების საპირისპიროდ, მკვლევრები ამტკიცებენ, რომ ბისექსუალ ადამიანთა დიდი ნაწილი ერთგულ, მონოგამიურ ურთიერთობებში მონაწილეობს. თუმცა ასეთი მტკიცება, მეორე მხრივ, მორალისტურია და, შესაძლოა, შემზღუდველი იყოს იმ ბისექსუალთა მიმართ, რომელთაც არ სურთ რომანტიკული ურთიერთობების მონოგამიურ ჩარჩოს ემორჩილებოდნენ.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გაბუნია, შ., ვაჭარაძე, ი. (2013), შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში, იდენტობა, თბილისი.

კატეგორია: 
ავტორები: