Birth-rate
მოსახლეობის აღწარმოების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. ტერმინი აღნიშნავს ბავშვთა შობას არა ცალკეული შემთხვევების, არამედ ერთობლივი პროცესის სახით ადამიანთა ჯგუფების (ასაკობრივ, ეთნიკურ და ტერიტორიულ ჭრილში) ან მთლიანად ქვეყნის მოსახლეობის მასშტაბით. ბავშვთა სიკვდილიანობასთან, საერთო სიკვდილიანობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობასთან ერთად შ. მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. შ-ის დონეზე მოქმედებს სოციალური, ეკონომიკური, სამართლებრივი, ისტორიული, ეთნოგრაფიული, გეოგრაფიული, ბიოლოგიური და სხვ ფაქტორები. მაგ., ქალების მონაწილეობა საზოგადოებრივ შრომაში, ბავშვთა დაწესებულებებით უზრუნველყოფა, მოსახლეობის კულტურული დონე, ჯანდაცის განვითარების დონე, დაქორწინების ასაკი და სხვ.
კატეგორია: