ბიოუკუკავშირი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Biofeedback

ბიოუკუკავშირი არის პროცესი, რომლის დროსაც პიროვნება სწავლობს, სანდოდ იმოქმედოს ორი სახის ფიზიოლოგიური რეაქციებზე: რეაქციებზე, რომლებიც, ჩვეულებრივ, არ ექვემდებარებიან ნებელობით კონტროლს ანდა რეაქციებზე, რომლებიც, ჩვეულებრივ, ადვილად რეგულირდებიან, მაგრამ რეგულირების პროცესი დარღვეულია ტრავმის ან დაავადების გამო. ბიოუკუკავშირში ჩართულია სამი პროცესი, რომლებიც ელექტრონულად იმართებიან, ესენია: (1) ინდივიდის სხეულში სხვადასხვა ბიოლოგიური ან ბიოელექტრული სიგნალების გამოვლენა და გაძლიერება; (2) ამ გაძლიერებული სიგნალების ადვილად გადამუშავებად (ჩვეულებრივ, ვიზუალურ ან აუდიალურ) ინფორმაციად გარდაქმნა; (3) ამ ინფორმაციის ინდივიდისთვის მალევე უკან მიწოდება.

ტერმინი 1969 წელს შეიქმნა სანტა მონიკაში (კალიფორნია) გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც 100-ზე მეტმა დაინტერესებულმა ფიზიოლოგმა მკვლევარმა მოიყარა თავი. ამ შეხვედრაზე დაფუძნდა ბიოუკუკავშირის კვლევის საზოგადოება, რომელსაც კვლევა-ძიების ამ მიმართულებით ინფორმაციის გაზიარება და მხარდაჭერა უნდა უზრუნველეყო. 1976 წელს ორგანიზაცი უკვე გამოსცემდა ჟურნალს „ბიოუკუკავშირი და თვითრეგულაცია“, რომელსაც 1997 წელს შეეცვალა სახელი და დღეისათვის ცნობილია როგორც „გამოყენებითი ფსიქოფიზიოლოგია და ბიოუკუკავშირი“.

ფორმები

კლინიკაში ბიოუკუკავშირის ორი ძირითადი ფორმა გამოიყენება: (ა) ზედაპირული ელექტროდებიდან მიღებული ბიოუკუკავშირი, რომელიც ელექტრომიოგრაფიის სხვადასხვა ასპექტს ზომავს (ე.წ. ემგ უკუკავშირი) და (ბ) კანის (ჩვეულებრივ, თითების) ზედაპირის ტემპერატურის გაზომვით მიღებული ბიოუკუკავშირი, რომელიც პერიფერიული სისხძარღვების გაფართოება-შევიწროვების ხარისხს უკავშირდება (ე.წ. თერმული ბიოუკუკავშირი). კლინიკურ პრაქტიკაში, ასევე, გამოიყენება ბიოუკუკავშირის დამატებით სამი ფორმა, როგორიცაა ელექტროდერმული აქტივობის (თავზე მიმაგრებულ ორ ელექტროდს შორის ელექტრული წინაღობა), ელექტროენცეფალოგრამის სხვადასხვა ასპექტის და გულის ცემის სიხშირის ბიოუკუკავშირი. ასევე, არსებობს შედარებით ახალი ტერმინი, ნეიროუკუკავშირი, რომელიც ელექტროენეცეფალოგრამის გარკვეული ასპექტების უკუკავშირის დასწავლას მოიცავს ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიული აშლილობისა და სხვა პრობლემების შემსუბუქების მიზნით.

გამოყენების სფეროები

არსებობს ემპირიული საბუთები იმისა, რომ ბიოუკუკავშირის სწავლება ეფექტურია ისეთი აშლილობების დროს, როგორებიცაა დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილები, შაკიკი, ზურგის ტკივილი, სახსრების ტკივილი, რეინოს პირველადი დაავადება, ფეკალური შეუკავებლობა და როგორც დამხმარე საშუალება ნეირომუსკულარული რეაბილიტაციის პროცესში. ასევე, ნათელია, რომ ბიოუკუკავშირი ინდივიდებს ღრმად და სწრაფად რელაქსირებაში ეხმარება. ამიტომ ყველა პრობლემა, რომლისთვისაც რელაქსაციის ტრენინგი შვების მომტანია, ბიოუკუკავშირის გამოყენების პოტენციურ არეალში ხვდება. თუმცა, კარგად არ არის ცნობილი, რამდენად სარგებლიანია ის რელაქსაციის ტრენინგის სხვა ფორმებთან ერთად, მაგალითად, შფოთვითი აშლილობების დროს.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1

კატეგორია: 
ავტორები: