რწმენის ეფექტი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Belief-bias Effect

სიტუაცია, რომელსაც პიროვნების ცოდნა, განწყობა, ღირებულებები ამახინჯებს და რომელიც ცვლის აზროვნების პროცესს, აიძულებს მას, მიიღოს მცდარი არგუმენტები.

ადამიანები ჭეშმარიტად მიიჩნევენ იმ დასკვნებს, რომლებისთვისაც შეუძლიათ რეალური სამყაროს მისაღები მოდელის კონსტრუირება, ხოლო მცდარად თვლიან იმ დასკვნებს, რომლებისთვისაც უჭირთ ამის გაკეთება.

მაგალითად, განვიხილოთ ასეთი სილოგიზმი: (I წანამძღვარი) ყველაფერს, რასაც ძრავა აქვს, ბენზინი სჭირდება და (II წანამძღვარი) ავტომობილებს სჭირდებათ ბენზინი, მაშასადამე, (დასკვნა) ავტომობილებს აქვთ ძრავა. რამდენად სწორია ეს დასკვნა? ლოგიკის მიხედვით, არ არის სწორი, რადგან პირველი წანამძღვარი ღიად ტოვებს იმ ფაქტს, რომ ზოგიერთ საგანს, რომელსაც არ აქვს ძრავა, აგრეთვე, სჭირდება ბენზინი. სიძნელე ისაა, რომ ის, რაც არასწორია ლოგიკურ პრობლემაში, არ არის აუცილებელი, რომ რეალურ ცხოვრებაშიც მცდარი იყოს. შესაბამისად, თუ მხოლოდ პირველ და მეორე წანამძღვარში მოცემული ინფორმაციაა ხელმისაწვდომი და მათ ინდივიდი უბრალოდ, როგორც ფორმალური ლოგიკის სავარჯიშოდ მიიჩნევს, მაშინ მიღებული დასკვნა მცდარია. მიუხედავად ამისა, როდესაც ინდივიდები მსჯელობენ, ლოგიკურად გამომდინარეობს თუ არა დასკვნა ორი წანამძღვრიდან, ისინი უფრო მეტად იძლევიან დადებით პასუხს, როდესაც დასკვნა ავტომობილს ეხება, ვიდრე მაშინ, როდესაც „ავტომობილის“ ნაცვლად უშინაარსო ტერმინი გამოიყენება.

ამრიგად, თუ არსებობს ისეთი დამაჯერებელი დასკვნა, რომელიც შეესაბამება ადამიანის გონებაში პრობლემის რეპრეზენტაციას, მაშინ ის ჭეშმარიტად მიიჩნევა. მოცემული მაგალითის შემთხვევაში, ავტომობილების შესახებ ცოდნა აძნელებს ამ დასკვნის უარყოფას. თუმცა როდესაც ინდივიდებს ზუსტად იმავე წანამძღვრებს აძლევენ და სთხოვენ დასკვნის გამოტანას, დაახლოებით ნახევარი სწორად საზღვრავს, რომ ასეთი ფორმულირებით შეუძლებელია სწორი დასკვნის გამოტანა. ამრიგად, ცოდნას, შესაძლოა, უფრო ნაკლები გავლენა ჰქონდეს მოცემული ადამიანების აზროვნების პროცესზე, ვიდრე მათ მიერ სხვისი დასკვნების შეფასებაზე.

***

გამოყენებული ლიტერტურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

კატეგორია: 
ავტორები: