შედარების მეთოდი და პროცედურა, რომელიც საჯარო სექტორში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც ერთი ორგანიზაციის მეორე ორგანიზაციასთან შედარების მეთოდი და მიზნად ისახავდეს ორგანიზაციის ფუნქციონირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას. აღნიშნული სისტემა გულისხმობს გარკვეული დადგენილი კატეგორიების საშუალებით ორგანიზაციის მიერ იმ პროცესებისა და საქმიანობის შესწავლას და დადგენილ კატეგორიებთან შედარებას, რაც გაწეულ დანახარჯებს პროდუქტად აქცევს. შედეგებთან დაკავშირებით დადგენილი კატეგორიების საშუალებით კი, ორგანიზაციების ფაქტობრივი ფუნქციონირების ეფექტიანობის ხარისხის შედარება ფუნქციონირების ეფექტიანობის საზომებისა და ინდიკატორების გამოყენებით ხდება.
***
გამოყენებული ლიტერატურა/წყაროები:
Shafritz, J. M. (2004). Dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.