ატრიბუციები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Attributions

მოსაზრებები შედეგების მიზეზების შესახებ. სხვა სიტყვებით, ატრიბუციები არის ის, თუ როგორ ხსნიან ადამიანები საკუთარ და სხვების ქცევებს. ფაქტობრივად, ეს არის სოციალური ობიექტებისათვის (ადამიანისთვის, ჯგუფისთვის, სოციალური ერთობისთვის) ისეთი მახასიათებლების მიწერა, რომლებიც ინდივიდს არ ეძლევა უშუალოდ დასაკვირვებლად. ატრიბუციის აუცილებლობა იმით არის განპირობებული, რომ დაკვირვებით მიღებული ინფორმაცია არასაკმარისია სოციალურ გარემოსთან ადეკვატური ურთიერთქმედებისთვის და შევსებას საჭიროებს. ამისათვის კი, ძირითადად, ატრიბუციები გამოიყენება.

ყველა სოციალური აღმქმელის წინაშე მდგომი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა სოციალური მოვლენების მიზეზების დადგენაა. ჩვენ გვსურს, ვიცოდეთ სოციალური მოვლენების მიზეზები, მაგალითად, რატომ აღარ მოდის ჩვენი მეგობარი სტუმრად? რატომ დაგვაწინაურეს სამსახურში მოულოდნელად? რატომ განქორწინდა მეზობლად მცხოვრები წყვილი ოცწლიანი ქორწინების შემდეგ? თითოეულ ასეთ კითხვას გარკვეული მოქმედების, მოვლენისა თუ შედეგის შესაძლო მიზეზობრივი დეტერმინანტების ანალიზამდე მივყავართ.

ყველა წამყვანი თეორეტიკოსის მიხედვით, ატრიბუციული ანალიზისთვის ბიძგის მიმცემია ადამიანების ფუნქციონალური მოთხოვნილება იმისა, რომ გაიგონ, იწინასწარმეტყველონ და გააკონტროლონ მათ ირგვლივ არსებული რეალობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი სტაბილურ სტრუქტურებსა და ინვარიანტულ პროცესებს ეძებენ, რომლებიც საფუძვლად უდევს დაკვირვებად ქცევებსა და მოვლენებს. ამით ადამიანები ახერხებენ, რომ იცნობდნენ, პროგნოზირებდნენ და, გარკვეულწილად, აკონტროლებდნენ საკუთარ სოციალურ სამყაროს (Heider, 1958).

ცხადია, გაგების, პროგნოზირებისა და კონტროლის ეს მოთხოვნილებები ყოველთვის ერთნაირად მძლავრად არ აქტივირდება, ვინაიდან ატრიბუციული ანალიზის ბევრი ნაირსახეობა მნიშვნელოვან კოგნიტურ ძალისხმევას საჭიროებს და შეუძლებელია, ადამიანმა მთელი თავისი დრო და რესურსი ამისათვის დახარჯოს. კვლევა აჩვენებს, რომ ატრიბუციული ანალიზის საჭიროება ყველაზე მეტად მაშინ დგება, როდესაც ხელთ- არსებული ემპირიული საბუთები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ რეალობის გაგებას.

ატრიბუციის სტილი

განასხვავებენ ატრიბუციის შინაგან ანუ დისპოზიციურ და გარეგან სტილებს. შინაგანი ატრიბუცია ადამიანის ქცევის მის პიროვნულ მახასიათებლებთან დაკავშირებას გულისხმობს, ხოლო გარეგანი ატრიბუცია — სიტუციასთან და მის მახასიათებლებთან.

გამოყოფენ ატრიბუციის სტილის განმსაზღვრელ სამ ფაქტორს: (1) კონსენსუსი — ბევრი ადამიანისთვის დამახასიათებელ ქცევას სიტუაციურ მოტივებს მიაწერენ, ხოლო არასტანდარტულს — პირადს; (2) წინასწარგანზრახულობა — გააზრებულ ქცევას ხშირად პირადულ მოტივებს მიაწერენ, უჩვეულოს კი — სიტუაციურს; (3) თანმიმდევრულობა — თანმიმდევრულ ქცევას ხშირად პირად მოტივებს მიაწერენ, ცალკეულ, ერთეულ ქცევებს კი — სიტუაციურს.

კაუზალური ატრიბუცია

კაუზალური ატრიბუციები დასკვნებია, რომლებიც ხსნიან, რატომ მოხდა ესა თუ ის მოვლენა. ადამიანები სოციალური სამყაროს გაგებას წარმავალი მოვლენების შედარებით სტაბილური, საფუძვლად მდებარე ფაქტორებისთვის მიწერით ცდილობენ. მოვლენების საფუძვლად მდებარე მიზეზების ძიება ან მასში ჩართული პიროვნების სტაბილურ ასპექტებზე ფოკუსირდება, ან — სიტუციის სხვადასხვა სტრუქტურულ თვისებებზე. აქედან გამომდინარე, კაუზალური ატრიბუციები შეიძლება იყოს ინტერნალური (ანუ შინაგანი, მაგალითად, აქტორის მახასიათებლები, როგორებიცაა მისი ნიშნები ან უნარები) ან ექსტერნალური (ანუ გარეგანი, მაგალითად, ამოცანის მახასიათებლები, სხვა ადამიანების ქცევები ან გარემოში არსებული საგნების თანდაყოლილი თვისებები). კაუზალური ატრიბუციების კლასიფიცირება, ასევე, შესაძლებელია იმისდა მიხედვით, სტაბილურ ფაქტორებს მოიცავენ თუ არასტაბილურს, გლობალურს თუ სპეციფიკურს, კონტროლირებადს თუ არაკონტროლირებადს. ამასთან, კაუზალური ატრიბუციისას ადამიანები ხშირად უშვებენ ატრიბუციის ფუნდამენტურ შეცდომას.

გარდა ამისა, განასხვავებენ ამხსნელ და პიროვნებათშორის კაუზალურ ატრიბუციებს.

ამხსნელ ატრიბუციებს ადამიანები მათ ირგვლივ არსებული სამყაროს გაგებისთვის ქმნიან და კონკრეტული მოვლენის მიზეზების ძიებისას იყენებენ. ამხსნელ ატრიბუციებზე დაყრდნობით ადამიანებს შეუძლიათ იმაზე მსჯელობა, თუ რამ გამოიწვია მოცემული მოვლენა და ეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღმოჩნდება, რომ მათ მიერ შემოთავაზებული მიზეზი სრულიად არ უკავშირდება მოვლენას. მაგალითად, თუ გიორგის მანქანას საბურავი დაეშვა, მან შეიძლება ეს გზაზე დაგდებულ ლურსმანს ან გზების სავალალო მდგომარეობას მიაწეროს და არც კი დაუშვას, რომ სინამდვილეში საბურავის დაშვების მიზეზი, შესაძლოა, მისი დაუდევრობა იყოს.

პიროვნებათშორის ატრიბუციასთან მაშინ გვაქვს საქმე, როდესაც მოვლენების მიზეზები ორ ამ მეტ ადამიანს მოიცავს. როდესაც ჩვენი ქმედება ან ქმედების განხორციელების მოტივები კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, საჭირო ხდება ამ ქმედების მიზეზების ახსნა. ამ დროს ბუნებრივი და სრულიად მოსალოდნელია, რომ პიროვნებათშორის ატრიბუციებში საკუთარი თავის საუკეთესო მხრიდან წარმოჩენა გვსურდეს. მაგალითად, თუ ჩვენმა ძმამ შემთხვევით დაამსხვრია დედის საყვარელი ფინჯანი, მოსალოდნელია, რომ ის თქვენს დადანაშაულებას შეეცადოს, საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1.

Heider. F. (1958). The psychology of interpersonal relations. New York: Wiley.

კატეგორია: 
ავტორები: