დეცენტრალიზაციის ცნება ახალი საჯარო მენეჯმენტის მნიშვნელოვანი მახასიათებელია. მისი ერთ-ერთ გამოვლინებაა მიზანზე ორიენტირებული, ნახევრად - ავტონომიური, სპეციფიკურ ამოცანების გადაწყვეტაზე ორიენტირებული სააგენტოების შექმნა. ამგვარი სტრუქტურული ერთეულები სარგებლობენ გარკვეული ავტონომიურობით ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის ადამიანური რესურსების მართვა, ფინანსური მენეჯმენტი, დღის წესრიგის საკითხების განსაზღვრა და ა.შ. საქართველოში ამგვარი სააგენტოები ხშრად საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით გვხვდება. როგორც მკვლევრები მიიჩნევენ ნახევრადვტონომიურ სააგენტოებს აქვთ მთელი რიგი უპირატესობები: უფრო ახლოს არიან მოქალაქეებთან და, შესაბამისად, მეტად შეუძლიათ მათი მოთხოვნილებების გათვალისწინება, რაც მათ გამჭვირვალეობასაც უწყობს ხელს; სააგენტოების მენეჯერებს აქვთ მეტი ძალაუფლება და პასუხისმგებლობა, რაც უბიძგებს მათ უფრო ეფექტური ქმედითობისკენ; სააგენტოები ორიენტირებულნი არიან ეფექტური შედეგების მიღწევაზე (Verhoest,Roness,Verschuerem, Rubecks, MacCarthaigh; 2010).
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). Dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.