არქეტიპი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Archetype

ტერმინი მოდის ბერძნული სიტყვიდან „archetypon“, რაც ნიშნავს პირველსახეს, საწყისს, ამოსავალ ფორმას.

ფსიქოლოგიაში არქეტიპების ცნება შვეიცარიელმა ფსიქოლოგმა კარლ გუსტავ იუნგმა (1875-1961) შემოიტანა 1919 წელს, რათა აეხსნა ის თემები, რომლებიც უკავშირდებოდნენ სიზმრებს, მითებს, რელიგიურ სიმბოლიზმს, ოკულტურ დისციპლინებსა და ტრაიბალიზმს (ტრაიბალურ ცოდნას).

იუნგის მიხედვით, არქეტიპი კონკრეტული გამოცდილები, თუ ობიექტის უნივერსალური, თანდაყოლილი პრიმიტიული და სიმბოლური წარმოდგენაა. არქეტიპები ფსიქიკის უნივერსალური კონსტრუქტებია, რომლებშიც აკუმულირებულია კაცობრიობის გამოცდილება და, როგორც კოლექტიური არაცნობიერი,  წარმოდგენილია თითოეული ინდივიდის ფსიქიკაში.

იუნგი არქეტიპებს მოიაზრებდა, როგორც „ფსიქიკის ორგანოებს“, რომლებიც ვითარდებიან თანდაყოლილი სქემის თანახმად განვითარებისა და ცნობიერების ძირითადი ფორმების მიმართულებით და მოიცავენ ჩვენი წინაპრების გარემოსთან ადაპტაციის გამოცდილების მემკვიდრეობას. მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს მემკვიდრეობა „ხელახლაა დაბადებული თითოეული ინდივიდის გონების სტრუქტურაში“ ("The Structure of the Psyche," Collected Works, VoL 8, Princeton, NJ, I927/1969 p. 158).     

ყოველი არქეტიპი ასოცირებულია მის შესახებ გრძნობისა და ფიქრის ან მისი განსაკუთრებული გზით განცდის ინსტიქტურ ტენდენციასთან.

იუნგმა მრავალი არქეტიპი მოიყვანა ისტორიიდან და მითოლოგიიდან: მზე, ღმერთი. გმირი, დედამიწა, ბავშვი, სამოთხე, ანიმა (ქალის საწყისი რომლებიც არსებობს მამაკაცში), ანიმუსი (მამაკაცის საწყისი ქალში), „ჩრდილი“ (პიროვნების უარყოფილი ნაწილები) და ა.შ. მაგალითად, საინტერესოა მეს არქეტიპი — მანდალა ანუ ჯადოსნური წრე, რომელიც სიმბოლურად ასახავს ერთიანობისა და მთლიანობისაკენ სწრაფვას.   

არქეტიპის პროტოტიპი, იუნგის აზრით, ცხოველის აშკარა ინსტინქტური ქცევაა, როგორიცაა, მაგალითად, ფუტკრის ცეკვა, რომლსაც ის ასრულებს ინფორმაციის გადაცემის მიზნით, ორაგულის დინების საწინააღმდეგოდ ცურვა ქვირითის დასადებად, კანადური ბატების მონოგამიური ერთობა (bonding) და ა.შ.  რაც შეეხება არქეტიპის ადამიანებში გამოვლენის კლინიკურ მაგალითებს, სტანისლავ გროფს (1931- ) აღწერილი აქვს შემთხვევები,  როდესაც ადამიანებს,  რომელთაც არ ჰქონდათ ცოდნა წარსულში არსებული სპეციფიკური მითოლოგიური ფიგურების შესახებ, არა მხოლოდ მათი სიზუსტით განცდა შეეძლოთ, არამედ მათ ასევე შეეძლოთ დაეხატათ ისინი წვრილმანი დეტალების გათვალისწინებით. რომლებიც ზუსტად ემთხვეოდა ამ ფიგურების აღწერილობას (The Holotropic Mind, San Francisco, I992, p. I6I). 

იუნგის კონცეფციის თანახმად, არქეტიპები ცნობიერებაში თავს იჩენენ ოცნებების, ფანტაზიისა და ესთეტიური შემოქმედების გზით. 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Kazdin , A. E., (20,,) Encyclopedia of Psychology: 8 Volume Set

გერიგი. რ & ზიმბარდო, ფ. (2009).  ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი.

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=12092

კატეგორია: 
ავტორები: