ტერმინი თავდაპირველად გამოიყენეს მიუნხენის შეთანხმების აღსანიშნავად (1938), რაც ჩეხოსლოვაკიის დანაწილებასა და გერმანიისათვის აღმოსავლეთ ევროპაზე მბრძანებლობის უფლების მიცემას გულისხმობდა. ამ ტერმინმა უარყოფითი ჟღერადობა შეიძინა, რადგან იგი დიდი ქვეყნების მიერ დიქტატორული რეჟიმის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით პატარა ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მსხვერპლად შეწირვის სინონიმად იქცა. ომის შემდგომ წლებში აშშ–სა და დიდ ბრიტანეთში დ–ს იყენებდნენ სირცხვილის, სისუსტისა და სილაჩრის აღსანიშნავად. საერთაშორისო ურთიერთობების ტრადიციულ თეორიებში დ. ასეთი მნიშვნელობით არ აისახება. იგი რეალისტური მიდგომით ძალთა წონასწორობის პროცესის ინტეგრალური ნაწილია, რომლის მიზანიც დიდი სახელმწიფოების კონფლიქტის თავიდან აცილებაა, სადაც შეიძლება საერთოდ იქნეს უგულებელყოფილი პატარა ქვეყნების ინტერესები.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი