ანტიციპატორული დაძლევა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Anticipatory Coping

ინდივიდის მიერ პოტენციურ სტრესულ მოვლენებამდე განხორციელებულ მცდელობები, გადალახოს, შეამციროს ან ასატანი გახადოს შეუსაბამობა აღქმულ მოთხოვნებსა და ხელთარსებულ რესურსებს შორის.

ანტიციპატორულ დაძლევა მოხდება, ძირითადად, იმ შემთხვევებში, როდესაც ინდივიდმა იცის, რომ უახლოეს პერიოდში მას მოუწევს კრიტიკულ მოვლენასთან პირისპირ შეჯახება და არის რისკი, რომ ეს ფაქტი მოგვიანებით ზიანს მიაყენებს მას ან გამოიწვევს  რაიმე დანაკარგს. კრიტიკულ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს მაგ, სიტყვით გამოსვლა აუდიტორიის წინაშე,  ვიზიტი დანტისტთან, დაგეგმილი ინტერვიუ, საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა,   სამუშაო დატვირთვის ზრდა და ა.შ.  სტრესული სიტუაციის ანტიციპაცია (წინასწარი წარმოსახვა) ბადებს უამრავ აზრს და გრძნობას, რომელიც თავად შეიძლება იყოს სტრესის გამომწვევი.

განასხვავებენ დაძლევის ორ გზას იმის მიხედვით, თუ არის მიზანი: პრობლემასთან უშუალო დაპირისპირება - პრობლემაზე მიმართული დაძლევა  თუ  სტრესორით გამოწვეული დისკომფორტის შემცირება - ემოციაზე  მიმართული  დაძლევა (Billings & Moos, 1982; Lazarusrus & Folkman, 1984).   

დაძლევის პირველი გზა თავისი ბუნებით ინსტრუმენტული და აქტიურია, უშუალოდაა მიმართული პრობლემის მართვასა და სტრესის წყაროს გაუვნებელყოფაზე. ამ სტრატეგიას შეიძლება ეწოდოს „წავავლოთ ხარს რქებში ხელი“, რადგან ეს გულისხმობს პრობლემური სიტუაციისადმი მზადყოფნას და სტრესორებს უპირისპირდება ღია ქცევით.  ინდივიდი აცნობიერებს, რომ საჭიროა მოქმედება, აფასებს სიტუაციას და საკუთარ რესურსებს და ახორციელებს რეაქციას, რომელიც მიმართულია საფრთხის განეიტრალებისა ან  შემცირებისაკენ. პრობლემების გადაჭრის ეს გზა უფრო ეფექტურია კონტროლირებადი სტრესორების ანუ ისეთი სტრესორების შემთხვევაში, რომელთა შეცვლა ან შემცირება შესაძლებელია ასეთი მოქმედებით (მაგ., ავტორიტარული უფროსი, არადამაკმაყოფილებელი ნიშანი და ა.შ.).

ემოციაზე მიმართული დაძლევის გზა კი ორიენტირებულია საკუთარი ემოციებისა და აზრების მართვაზე. იგი ძალიან ეფექტურია არაკონტროლირებადი სტრესორების შემთხვევაში, როდესაც არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია და პრობლემის გადაჭრის და სტრესის დაძლევის ერთადერთი ეფექტური გზა საკუთარი გრძნობების, აზრებისა და დამოკიდებულებების შეცვლაა. მაგ., არსებული რისკის მიუხედვად, განახორციელო პრობლემის კოგნიტური გადასტრუქტურირება ან გადაიტანო ყურადღება სხვა მიმართულებით, ან  მიიღო მხარდაჭერა  სხვებისაგან.   

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

http://www.alleydog.com/glossary/definition.php?term=Anticipatory%20Coping

Schwarzer, R., &Luszczynska, A. (2008). Reactive, anticipatory, preventive and proactive coping: A theoretical distinction. The Prevention Researcher, 15, 22-24.

გერიგი. რ & ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება. თბილისი, თსუ. 

კატეგორია: 
ავტორები: