ნერვული ანორექსია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Anorexia nervosa

კვებითი აშლილობის სახე, რომელიც ხასიათდება ინდივიდის მიერ წონის წინასწარგანზრახული კლებით, მისთვის სასურველი მცირე წონის შენარჩუნებისადმი გადაჭარბებული სწრაფვით. ინდივიდებს, რომლებსაც აწუხებთ ანორექსია, უვითარდებათ საკვების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება, როგორიცაა, მაგალითად, საკვების მიღებაზე უარის თქმა, რამდენიმე პროდუქტის გამორჩევის შემთხვევაში - მათი შეზღუდული ოდენობით მიღება, საკვების წონის კონტროლი და კალორიულობის გამოთვლა. ზოგიერთ შემთხვევაში წონაში კლების მიზნით მიმართავენ ორგანიზმის საკვებისაგან გაწმენდას ხელოვნურად გამოწვეული გულისრევით,  საფაღარათე და შარდმდენი საშუალებებით. ხშირია დიდი ინტენსივობის სპორტული დატვირთვაც.

ანორექსიის დიაგნოზის დასასმელად მნიშვნელოვანია ოთხი კრიტერიუმის გათვალსიწინება:

1. ნორმალური წონის შენარჩუნების იდეის კატეგორიული უარყოფა. ინდივიდი  უარს აცხადებს შეინარჩუნოს მისი ასაკისა და სიმაღლის შესატყვისი მინიმალური წონა - მისი სხეულის მასა მისი ნორმალური წონის 85%-ზე ნაკლებია ან ორგანიზმის აქტიური ზრდის პროცესში წონაში მატება 15%-ით ნაკლებია მოსალოდნელ მატებაზე. სხეულის მასის ნორმის დასადგენად ძირითადად გამოიყენება პედიატრიული ზრდის გრაფიკი ან ე. წ. სხეულის მასის ინდექსი (BMI–Body mass index=სხულის წონა კგ-ში/სიმაღლე სმ2). ამ უკანასკნელის თანახმად, სხეულის მასის ნაკლებობასთან გვავს საქმე, როდესაც BMI ≤17, 5 კგ/სმ2, თუმცა ეს საზომი ინსტრუმენტები კლინიცისტისათვის მხოლოდ სარეკომენდაციოა, რადგან მათ გარდა აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს ინდივიდის აღნაგობა და მისი წონის ისტორია.

2. წონაში მომატების ან გასუქების პანიკური შიში, ნორმალური ან სასურველზე ნაკლები წონის მიუხედავად. სხეულის მასის შემცირებასთან ერთად, ეს შიში კიდევ უფრო ძლიერდება.

3. საკუთარი სხეულის ფორმებისა და წონის აღქმის დარღვევა. პაციენტს ახასიათებს მუდმივი წუხილი წონასა და სხეულის ფორმაზე, მათი ნაწილი თავს ჭარბწონიანად აღიქვამს,  ხოლო მეორე ნაწილი - მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებულია თავის სიგამხდრეში, უკმაყოფილოა საკუთარი სხეულის ზოგიერთი ნაწილით (ძირითადად ესენია: თეძოები, მუცელი და დუნდულა კუნთები).

4. ამენორეა ქალებში მენარხეს შემდგომ პერიოდში. მენსტრუალური ციკლი შეწყვეტილია მინიმუმ ბოლო სამი თვის განმავლობაში (ამენორეად ითვლება ის შემთხვევებიც, როდესაც მენსტრუალური ციკლი აღდგება ჰორმონის, მაგალითად, ესტროგენის, მიღების შემდეგ).

გამოიყოფა ნერვული ანორექსიის ორი ტიპი:

1. შეზღუდვის ტიპი (Restricting Type)- ამ ტიპის შემთხვევაში წონაში კლება ხორციელდება, ძირითადად, დიეტების, შიმშილობისა და გაძლიერებული ფიზიკური დატვირთვის ხარჯზე. არ ხასიათდება  „ღორმუცელობის“ პერიოდებით და არ ცდილობს საკვებისაგან გათავისუფლებას. 

2. კომპულსური-გადაჭარბებული კვებისა და მისგან გათავისუფლების ტიპი(Binge-Eating/Purging Type):  ამ ტიპის  შემთხვევაში  „ღორმუცელობისა“ და თვითგაწმენდის ანუ საკვებისაგან გათავისუფლების პერიოდებია.  ზოგ შემთხვევაში, არ ხდება  საკვების გადაჭარბებული რაოდენობით მიღება, მაგრამ პაციენტი გაწმენდას მაინც მიმართავს.  საკვებისაგან გათავისუფება მინიმუმ კვირაში ერთხელ ხდება, თუმცა არ არსებობს ზუსტი მონაცმები  „თვითგაწმენდის“ სიხშირესთან დაკავშირებით.

ნერვული ანორექსია შედარებით იშვიათი დავაადება: 100 000 მოსახლეზე ერთი წლის განმავლობაში მოდის დაავადების გამოვლინების 15 შემთხვევა. ანორექსიის საერთო გავრცელება უფრო მაღალია და წარმოადგენს 0,5–1%-ს. ნერვული ანორექსია, როგორც წესი, იწყება ადრეული თინეიჯერობის ასაკში 13-14 წელი და პიკს აღწევს 18-20 წლის ასაკში. უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში.

ნერვული ანორექსია იწვევს ბევრ გართულებას და შემთხვევების 10%-ზე მეტი ლეტალური გამოსავლით სრულდება. 

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

The Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders (5th ed.; DSM–5);

კვების ქცევითი დარღვევების მართვა. ზოგადსაექიმო პრაქტიკაში: კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფოს ტანდარტი. http://gpmc.ge/wp-content/uploads/2013/03/70.2.pdf

კატეგორია: 
ავტორები: