პროსოციალური ქცევის ერთი ასპექტი, კერძოდ, პროსოციალური ქცევების ერთობლიობა, რომლებსაც ადამიანი თავისი საკუთარი უსაფრთხოების ან ინტერესების გათვალისწინების გარეშე ასრულებს.
ალტრუიზმის ამხსნელი ევოლუციური მიდგომის თანახმად, სიცოცხლის მთავარი მიზანი საკუთარი თავის რეპროდუქციაა, რაც ერთი არსების მიერ მეორესთვის საკუთარი გენების გადაცემას გულისხმობს. ამ მიდგომის კონტექსტში, რომელიც „ოჯახური გადარჩევის“ მიდგომის სახელითაც არის ცნობილი, ალტრუიზმი ოჯახის წევრების მიმართ ალტრუისტული ქცევის განხორციელება, საკუთარი გენეტიკური მემკვიდრეობის გადარჩენის ტოლფასია. თუმცა, როცა საქმე არანათესავებს ეხება, მაშინ მეცნიერები ორმხრივი/რეციპროკული ალტრუიზმის ცნებას მიმართავენ. ეს ცნება გულისხმობს, რომ ადამიანები ალტრუისტულ ქცევებს იმიტომ ახორციელებენ, რომ, გარკვეული აზრით, სხვა ადამიანებისგანაც მოელიან, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ისინიც განახორციელებენ მათ მიმართ ალტრუისტულ ქცევებს.
მაგალითად, „თუ შენ იხრჩობი, მე გადაგარჩენ იმ იმედით, რომ შენც იმავეს გააკეთებ იმ შემთხვევაში, თუ მე დამემუქრება ეს საშიშროება.“
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი.