ინდივიდის მოქმედება / აქტორი / აგენტი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Agency

ფილოსოფიაში ადამიანის ქმედება ხშირად განიხილება თავისუფალი ნების, რაციონალობის, მოტივაციისა და ალტერნატივების ჭრილში, ის სოციალური და პოლიტიკური კონტექსტები კი, რომლებშიც მოქმედება ხდება, ხშირად უგულებელყოფილია. ინდივიდის მოქმედების (აგენტობის) ცნება ყურადღებას ამახვილებს სწორედ იმ სოციალურ პირობებზე, რომლებიც მოქმედებისთვისაა აუცილებელი, ასევე, მოქმედების შინაგან და გარეგან დაბრკოლებებზე. ინდივიდის მოქმედება ერთ-ერთი ცენტრალური თემაა ფემინისტი თეორეტიკოსებისა და აქტივისტებისთვის, რომლებიც ქალთა სუბორდინაციისა და ჩაგვრის მიზეზების იდენტიფიცირებას ცდილობენ და მათი თვითრეალიზაციისა და თავისუფლების შესაძლებლობებს იკვლევენ. ფილოსოფიასა და პოლიტიკურ აზროვნებაში ინდივიდის მოქმედების (აგენტობის) შესახებ თანამედროვე დისკუსიები სათავეს იღებს მეოცე საუკუნის 70-იან და 80-იან წლებში. სუბიექტის, ჩაგვრისა და აგენტობის შესახებ ფემინისტური დისკუსიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიშელ ფუკოს შრომები ძალაუფლების ხასიათისა და ეფექტების, მატერიალური, კულტურული და დისკურსული პრაქტიკების, მოდერნული სუბიექტების კონსტრუირებაში მოდერნული სახელმწიფოს „მადისციპლინირებელი“ ფუნქციონირებისა და „თვითობის ტექნოლოგიების“ როლის შესახებ. ფემინისტებმა ჯანა სავიცკიმ და სანდრა ბარტკიმ ფუკოს ეს თეორიები გამოიყენეს იმის გასაანალიზებლად, როგორ აყალიბებს მოდერნული სახელმწიფო სოციალური პრაქტიკებისა და დისკურსების მეშვეობით ქალთა იდენტობებს, როგორც სპეციფიკურ სოციალურ-ისტორიულ სუბიექტებს და როგორც თვითმადისციპლინირებელ, ფემინურ სუბიექტებს. აგენტობის საკითხი ცენტრალური იყო პოსტმოდერნიზმისა და ფსიქოანალიზის მომხრე და მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ ფემინისტებს შორის დებატებში. ჯუდით ბატლერის მოსაზრებას, რომ თვითონ ქალის ცნებაა ესენციალისტური, სხვები დაუპირისპირდნენ მტკიცებით, რომ ამ კატეგორიის გარეშე შეუძლებელია სქესის მიხედვით ჩაგვრის სახელდება და მის წინააღმდეგ ბრძოლა. სეილა ბენჰაბიბი და ნენსი ფრეიზერი საეჭვოს ხდიან დეკონსტრუქციული (განსაკუთრებით, დერიდასეული) მიდგომის ვარგისიანობას ფემინიზმისათვის და არ ეთანხმებიან პოსტმოდერნისტებს, რომ ფემინისტები ავტონომიურობის, რაციონალურობის, ჭეშმარიტებისა და ერთიანი სუბიექტის განმანათლებლური კონცეფციებისგან უნდა გათავისუფლდნენ. პოსტმოდერნისტი ფემინისტები კი ამტკიცებენ, რომ დეკონსტრუქციული მიდგომა კი არ ეწინააღმდეგება ან აუქმებს ინდივიდის მოქმედების ან სოციალური ცვლილების შესაძლებლობას, არამედ უფრო ზუსტად და რადიკალურად აღწერს სოციალური იდენტობებისა და ურთიერთობების შემთხვევით ბუნებას. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Code L. (2000) (Ed.) Encyclopedia of Feminist Theories, London and Routledge

კატეგორია: 
ავტორები: