პროცესი და საშუალებები (მასმედია), რომელთა მეშვეობითაც მოხმარების საგნების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება მომხმარებელს. რ-ის ნიშნები უკვე XV ს-ში შეინიშნება, როდესაც „მოძრავი ანბანით“ ბეჭდვა გამოიგონეს. დღეს რ-ს განიხილავენ არა მხოლოდ როგორც სიუხვის უშუალო ნიშანს და მაჩვენებელს, არამედ როგორც კულტურის მოვლენას, თავისუფლების მაჩვენებელს, აღიქვამენ როგორც რაღაც ფუნდამენტურ ღირებულებას, რომლის მნიშვნელობა ერთ-ერთი ცენტრალური პრობლემა გახდა თანამედროვე სოციოლოგიაში. ნიშნებით აქტიური მანიპულირება იქამდე მიდის, რომ ნიშანი და საქონელი ერთიან მთელში შეირწყმება (ჟან ბოდრიარდი, 1970). არსებობს რ-ის ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური მეთოდების მთელი არსენალი. მასიურმა რ-მ შექმნა მომხმარებლური ციებ-ცხელება. სოციოლოგების აზრით, რ. განაპირობებს მომხმარებლის პერსონალური და პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტას. სოციოლოგები მიუთითებენ, რომ რ. სერიოზულ მარეგულირებელ ფუნქციებს ასრულებს საზოგადოებაში, რადგან კურნავს ფსიქიკურ არამდგრადობას. მეორე ასპექტია ზემოქმედება მაუწყებლობის ზოგად შინაარსზე, იგი გავლენას ახდენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შინაარსისა და სტრუქტურის ორგანიზაციაზე, მოქმედებს როგორც სისტემის პატრონაჟი, ემსახურება უფრო წარმოებას, ვიდრე პოლიტიკური დემოკრატიის ღირებულებების დაცვას. თანამედროვე ინდუსტრიულ საზოგადოებაში რ. არის საზოგადოების ქვესისტემა, რომელიც ეკონომიკური კომუნიკაციებით განპირობებულ სოციალურად და კულტურულად აუცილებელ ფუნქციებს ასრულებს.
რეკლამა
Advertisement
კატეგორია: