Acculturation
ტერმინი გამოიყენება ეთნოგრაფიასა და კულტუროლოგიაში. გაჩნდა XX ს-ის 30-იან წლებში აშშ-ში. აღნიშნავს კულტურათა ურთიერთგავლენის პროცესებს, რის შედეგადაც ერთი ხალხის კულტურა მთლიანად ან ნაწილობრივ ითვისებს სხვა ხალხის (როგორც წესი, უფრო განვითარებულ) კულტურას. ა-ს აქვს მეორე მნიშვნელობაც - თაობიდან თაობაზე კულტურის გადაცემა, თუმცა ასეთ შემთხვევაში უფრო ენკულტურაციისა და სოციალიზაციის ცნებებს მიმართავენ. ა. განიხილება როგორც ასიმილაციისა და ეთნიკური პროცესების მრავალფეროვნების გამოვლინება.
კატეგორია: