ქალთა მსვლელობა ვერსალისკენ

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Women’s March on Versailles

ქალთა მსვლელობა ვერსალისკენ ასევე ცნობილია, როგორც ოქტომბრის მსვლელობა. 1789 წლის 5 და 6 ოქტომბერს 7000 პარიზელი ქალი გაემართა ვერსალისკენ, რომ ლუი XVI-ისათვის პური მოეთხოვა. ეს მსვლელობა აერთიანებდა სხვადასხვა სოციალური წარმომავლობის ქალებს. მათ შორის იყვნენ ბაზარში მომუშავე ქალები, დიასახლისები და მსახიობები. ხორბლის დეფიციტითა და სიძვირითაღშფოთებული ქალები სხვადასხვა იარაღით იყვნენ აღჭურვილი და, წვიმისა და უამინდობის მიუხედავად, 14-კილომეტრიანი გზა გაიარეს ვერსალამდე. ქალებმა შეუტიეს მეფის სასახლესდა მცველებს და მეფესთან აუდიენცია მოითხოვეს. მათი მიზანი იყო ლუი XVI-ის პარიზში ჩამოყვანა, რომელსაც ისინი საკვებით(პურით) უნდა უზრუნველყო. მეფე მათ შეჰპირდა ხორბლით მომარაგებას, თუმცა ქალებმა მეფის სიტყვების მიმართ უნდობლობა გამოხატეს და მას წერილობითი დასტური მოსთხოვეს. მეტიც, 6 ოქტომბერს კვლავ განმეორდა მსვლელობა და მეფეს კატეგორიულად მოსთხოვეს პარიზში დაბრუნება. იარაღმომარჯვებულმა ქალებმა მოახერხეს, რომ მეფე მათ ვერსალიდან პარიზში გამოჰყოლოდა. მსვლელობის დროს გაისმოდა შეძახილები: „ნუ გეშინიათ, მოგვყავს მცხობელი, მცხობლის ცოლი და მცხობლის შვილი“. ეს მეფის ავტორიტეტის დაკნინებაზე მიუთითებდა, რადგან ის უბრალოდ მომმარაგებელი, მცხობელი გახდა, რომელსაც მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობის პირნათლად შესასრულებად თვალყურის მიდევნება ესაჭიროება.

ვერსალისკენ მსვლელობა საფრანგეთის რევოლუციის გარდამტეხ მოვლენად ითვლება: მან რევოლუციურად განწყობილი მასების იმ დროისთვის რეკორდული რაოდენობა შეკრიბა; გარდა ამისა, მეფის ოჯახისა და მმართველი არისტოკრატიის იზოლირებული და კომფორტული ვერსალიდან პარიზში ჩამოყვანა თავისებური სიმბოლო გახდა ძალაუფლების ახალი ბალანსისა და ხალხის სასარგებლოდ.

მიუხედავად იმისა, რომ ქალებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს და აქტიურად მოქმედებდნენ რევოლუციის დღეებში, საფრანგეთის რევოლუციის მემატიანეები და ისტორიკოსები ძირითადად მამაკაცების ქმედებებსა და მოღვაწეობაზეაკეთებენ აქცენტს. მეტიც, საფრანგეთის რევოლუციაში ქალთა როლის დასაკნინებლად ავრცელებდნენ აზრს, თითქოს ვერსალისკენ მსვლელობაში მონაწილე ქალები მამაკაცებმა მოისყიდეს და თითქოს მონაწილეთა შორის ბევრი იყო ქალად გადაცმული მამაკაცი. 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Code, L. (Ed.). (2000). Encyclopedia of Feminist Theories. London & New York: Routledge.

Malti-Douglas, F. (Ed). (2007). Encyclopedia of Sex and Gender, Thomson Gale

Pilcher, J. and I. Whelehan. (2004). Fifty Key Concepts in Gender Studies, London: SAGE. Publications.

კატეგორია: 
ავტორები: