ბერდაში

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Berdache

ინდიელი ამერიკელების კულტურაში ბერდაში არის ადამიანი, რომელიც მამაკაცის სასქესო ორგანოთი დაიბადა, მაგრამ არც მამრობითი სქესისაა და არც მდედრობითი. ამ ადამიანებს ინდიელი ამერიკელები „ორსულიანებს“ უწოდებდნენ, ხოლო ევროპელმა ახალმოსახლეებმა  „ბერდაში“ უწოდეს, რომელიც ფრანგულად ჰომოსექსუალურ ურთიერთობებში უმცროს პარტნიორს აღნიშნავდა. მე-20 საუკუნის 90-იან წლებში ინდიელმა ლგბტ აქტივისტებმა გააკრიტიკეს ეს ტერმინი და მოითხოვეს, რომ მათთვის „ორსულიანი“ ადამიანები ეწოდებინათ. ინდიელი ამერიკელების წარმოდგენებით, ბერდაშები სპირიტუალურად ორმაგად მდიდრები არიან, რადგან მათ შემოქმედმა ორი სული უბოძა: კაცისა და ქალის. ბერდაშები გვხვდებიან 130-ზე მეტ ტომში. მათ მაღალი სტატუსი ჰქონდათ და პატივისცემით სარგებლობდნენ საზოგადოებაში. ზოგიერთ კულტურაში დაშვებული იყო ბერდაშის ქორწინება მამაკაცზე. თუმცა მე-20 საუკუნეში, ქრისტიანული კულტურის გავლენით, ბერდაშის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება გაჩნდა. საჯარო მოხელეები, მისიონერები და მათივე ტომის წარმომადგენლები ხშირად  აიძულებდნენ მათ, ორიდან ერთი გენდერი აერჩიათ.

ბერდაშის ძირითადი საქმიანობა იყო ბავშვების სწავლა-განათლება, ავადმყოფების მოვლა, ტომის შეკრებაზე ცეკვა-სიმღერა და სხვა მამაკაცების სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ისინი, ჰიჯრების მსგავსად, რიტუალურ ფუნქციასაც ითავსებდნენ და გვევლინებიან, როგორც შამანები და მკურნალები.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Code, L. (Ed.). (2000). Encyclopedia of Feminist Theories. London & New York: Routledge.

Malti-Douglas, F. (Ed). (2007). Encyclopedia of Sex and Gender, Thomson Gale

Pilcher, J. and I. Whelehan. (2004). Fifty Key Concepts in Gender Studies, London: SAGE. Publications.

კატეგორია: 
ავტორები: