ახალი სოციალური მოძრაობები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
New Social Movements

XX საუკუნის 60-იან წლებში ახალი სოციალური მოძრაობების წარმოშობამ ბიძგი მისცა ახალი თეორიების განვითარებას. ახალი სოციალური მოძრაობების (ასმ) თეორია იკვლევს მოძრაობებს პოსტინდუსტრიულ ეპოქაში და გვთავაზობს სოციალური მოძრაობების ისტორიულად სპეციფიკურ ხედვას, რომლითაც მათ პოსტინდუსტრიულ ეპოქაში საშუალო კლასის რადიკალიზმს უკავშირებს.ასმ-ის თეორეტიკოსების თვალსაზრისით, ახალი სოციალური მოძრაობები პოსტინდუსტრიული ეკონომიკის შედეგია და ფუნდამენტურად განსხვავდება კლასზე დაფუძნებული ინდუსტრიული ეპოქის მოძრაობებისგან.ახალი სოციალური მოძრაობების თეორია ყურადღებას ამახვილებს სიმბოლურ და კულტურულ რესურსებზე და სოციალურ მოძრაობებში იდენტობის როლზე; შეისწავლის იდენტობისა და ცხოვრების სტილის აღიარებისკენ მიმართულ მოძრაობებს.კლასიკური სოციალური მოძრაობების თეორიების მსგავსად, ასმ-ის თეორიაც ცდილობს, ახსნას მობილიზაციის ფენომენი ანუ რატომ და როდის ერთვება ქმედებაში ხალხი. ზოგიერთი თეორეტიკოსის აზრით, ისეთი ახალი სოციალური მოძრაობა, როგორიცა ქალთა და ლესბოსელთა მოძრაობა, არ შეიძლება იდენტობის პოლიტიკად ჩაითვალოს, რადგან მათი ნაწილი თავად აკრიტიკებს იდენტობის პოლიტიკას და მისგან გათავისუფლებას ისახავს მიზნად.

დარნოვსკის აზრით, ახალი სოციალური მოძრაობების თეორია არ ხსნის იმას, თუ რატომ გახდა კულტურა XX საუკუნის 60-იან წლებში სოციალური მოძრაობების მნიშვნელოვანი ფოკუსი. ასევე, კრიტიკოსების აზრით, ეს თეორია არ უთმობს სათანადო ყურადღებას იდენტობის, კულტურისა და პოლიტიკური ეკონომიკის ურთიერთმიმართებას. ახალი სოციალური მოძრაობებია: მწვანე მოძრაობები, ფემინიზმი, სტუდენტური მოძრაობები, მშვიდობის მოძრაობები. ამ ჩამონათვალს ზოგიერთი მკველვარი ამატებს ლგბტ მოძრაობას, ცხოველთა დაცვის მოძრაობას.ახალმასოციალურმა მოძრაობებმა შეძლოისეთი საკითხების აქტუალიზება, რომლებიცძველი სოციალური მოძრაობების დღის წესრიგში არ იყო. შრომითი უფლებებისკენ მიმართული მოძრაობებისთვის მთავარი პოლიტიკური კატეგორია კლასი იყო; მიიჩნეოდა, რომ პოლიტიკურ-ეკონომიკური ტრანსფორმაცია მოაგვარებდა სხვა სოციალურ პრობლემებსაც. ახალი სოციალური მოძრაობები გასცდნენ ტრადიციული მემარცხენე-მემარჯვენე პოლიტიკის დიქოტომიას, გააფართოვეს პოლიტიკური აქტივიზმის ნიშა და მოიცვეს საკითხები, რაც მანამდე პოლიტიკური აქტივიზმისა და დღისწესრიგის ფარგლებს მიღმა რჩებოდა.ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ახალი სოციალური მოძრაობები არ არის წმინდად XX საუკუნის ფენომენი და მათი მახასიათებლები ხშირად გვხვდება XVIII და XIX საუკუნეებში არსებულმოძრაობებში.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Melucci, A. (1985). The Symbolic Challenge of Contemporary Movements.Social Research, 52 (4).

Pichardo, A. N. (1997). New Social Movements: A Critical Review. Annual Review of Sociology, 411-430.

კატეგორია: 
ავტორები: