მარქსი და ენგელსი „უტოპისტ სოციალისტებად“ მოიხსენიებდნენ იმათ, ვისაც სჯეროდა, რომ კაპიტალისტური საზოგადოების შეცვლა შესაძლებელია რეფორმების გონივრულობის დასაბუთებით. უტოპისტი სოციალისტების აზრით, სოციალური ცვლილების აგენტი უნდა ყოფილიყო დარწმუნება და არა რევოლუცია. ცნობილი ადრეული სოციალისტები იყვნენ ჟორჟ ფურიე (1772-1837) და რობერტ ოუენი (1772-1837). მათთვის ცენტრალური საკითხებს შორის იყო ოჯახი და სქესთა შორის ურთიერთობები. ვალერი ბრაისონი გამოყოფს სოციალისტური ფემინიზმის რამდენიმე ასპექტს:
(1) სოციალისტური ფემინიზმი მიზნად ისახავდა უფლებათა თანასწორობას ისეთ სისტემაში, სადაც გაუქმებული იქნებოდა კერძო საკუთრება. რადიკალურად გარდაქმნილ სისტემაში ქალებს უნდა ჰქონოდათ ეკონომიკური და სამართლებრივი დამოუკიდებლობა; (2) სოციალისტი ფემინისტები აკრიტიკებდნენ სქესთა შორის შრომის ტრადიციულ დანაწილებას. ფურიე შრომის დანაწილების სრულ გაუქმებას მოითხოვდა, მისი აზრით, ყველა შრომა, საოჯახო საქმის ჩათვლით, შემოქმედებითობის ნებაყოფლობითი გამოხატულება უნდა ყოფილიყო; (3) მათი თავდასხმების საგანი იყო ოჯახი, როგორც ინსტიტუტი, რადგან მასში ხედავდნენ მამაკაცის ძალაუფლების წყაროს; (4) ზოგიერთი მათგანი ამტკიცებდა, რომ თავისუფალი საზოგადოების აუცილებელი საფუძველია „თავისუფალი სიყვარული“. ცნობილია რობერტ ოუენის ხუმრობა, რომ კერძო საკუთრება, რელიგია და ქორწინება უწმინდური სამება-ერთარსების ჰიპოსტასებია.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Code, L. (Ed.). (2000). Encyclopedia of Feminist Theories. London & New York: Routledge.
Malti-Douglas, F. (Ed). (2007). Encyclopedia of Sex and Gender, Thomson Gale
Pilcher, J. and I. Whelehan. (2004). Fifty Key Concepts in Gender Studies, London: SAGE. Publications.