ჰიჯრები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Hijras

ჰიჯრები წარმოადგენენ „მესამე სქესს“ ინდოეთში, ბანგლადეშში, ნეპალსა და პაკისტანში. ბევრი მათგანი ჰერმაფროდიტი, საჭურისი, ტრანსგენდერი, ტრანსსექსუალი ან ჰომოსექსუალია. ისინი ქალის ტანისამოსით იმოსებიან და ქცევაც ფემინური აქვთ. სამხრეთ აზიის კულტურაში ჰიჯრები, და მათ შორის საჭურისები, უძველესი დროიდან გვხვდებიან (მაგალითად, „მაჰაბჰარატასა“ და „კამასუტრაში“). ისინი  პატივითა და გავლენით სარგებლობდნენ შუა საუკუნეებშიც დიდ მოგოლთა იმპერიაში. თუმცა, როდესაც ინდოეთის სუბკონტინენტზე ბრიტანელები გაბატონდნენ, მათ მიიღეს კანონი, რომელიც კრიმინალად ცნობდა საჭურისებს, რომლებიც ჰიჯრების ძირითად ნაწილს შეადგენდნენ. ჰიჯრებმა დაიწყეს თემების დაარსება და უსაფრთხოებისთვის საკუთარი საიდუმლო ენაც კი შექმნეს. ისინი დღემდე ერთ-ერთ მარგინალიზებულ ჯგუფად მიიჩნევიან.

ჰიჯრებს საკულტო სტატუსი აქვთ. მაგალითად, ბიჭის დაბადების შემთხვევაში ჰიჯრები ცეკვა-თამაშით ესტუმრებიან ბავშვის სახლს, სადაც ოჯახს ფულის სანაცვლოდ ბავშვის დალოცვას სთავაზობენ. ჰიჯრები ქალღმერთ ბაჰუჩარა მატას მიმდევრები არიან. ლეგენდის თანახმად, ბაჰუჩარა მატამ მკერდი მოიჭრა, რათა თავიდან აეცილებინა გაუპატიურება. ქალღმერთის მსახური ჰიჯრები თავს ისაჭურისებენ. საჭურისი ჰიჯრების ნაწილი ცელიბატია, ნაწილი კი ტაძრის კურტიზანია. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Malti-Douglas, F. (ed). (2007). Encyclopedia of Sex and Gender. Vol. 2. Thomson Gale.

კატეგორია: 
ავტორები: