გაუპატიურება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Rape

გაუპატიურება არის პიროვნების ნების საწინააღმდეგოდ, ძალადობით ან ძალადობის მუქარით სქესობრივი კავშირის დამყარება. ფემინისტური მიდგომა გაუპატიურების მიმართ არ არის ერთგვაროვანი და შეიძლება გამოვყოთ სამი ძირითადი პოზიცია: (ა) გაუპატიურება არის ძალადობრივი ქმედება; (ბ) გაუპატიურება არის ძალადობის განსაკუთრებული ფორმა მისი სექსუალური ხასიათიდან გამომდინარე და იმ როლიდან გამომდინარე, რომელსაც ის ასრულებს სქესის ნიშნით იერარქიულად ორგანიზებული საზოგადოებების კონტექსტში; (გ) რადიკალური ფემინისტების თვალსაზრისით, გაუპატიურება არის ძალადობა, იმიტომ, რომ სქესობრივი კავშირი არის თავისთავად ძალადობა.

ფემინისტი თეორეტიკოსები უარყოფენ გაუპატიურების ევოლუციურ ახსნას, რომელიც გაუპატიურებას განიხილავს, როგორც მამაკაცის სექსუალური სურვილის ბუნებრივ დაკმაყოფილებას. ისინი ასაბუთებენ, რომ პატრიარქალური საზოგადოება, რომელშიც გენდერული როლები მკაცრად არის გაყოფილი და მამაკაცურობის ნორმალურ მახასიათებლებად მიღებულია აგრესია და დომინირება, უბიძგებს და წაახალისებს მამაკაცებს, ქალების მიმართ გამოიყენონ სექსუალური ხასიათის ძალადობის ფორმები. გარდა აღნიშნულისა, პატრიარქალური საზოგადოებებისთვის დამახასიათებელია, რომ ქალი მოიაზრება მამაკაცის საკუთრებად და გასაგნებულია, როგორც მამაკაცის სქესობრივი ლტოლვის ობიექტი; სქესობრივი აქტის პოპულარული რეპრეზენტაციები (მხატვრულ ლიტერატურაში, ფილმებში, პორნოგრაფიაში) საყოველთაოდ შეიცავს ძალადობრივ კომპონენტებს; ქალის სექსუალობა მკაცრად კონტროლდება და ქალის მიერ სქესობრივ აქტზე თანხმობა ქალურობის ნორმისგან დევიაციად განიხილება (ამის უშუალო შედეგია ის, რომ ხდება ქალის უარის საპასუხოდ სქესობრივი აქტის ეროტიზაცია და ნორმალიზაცია); ქალი სუბიექტად და აგენტად არ განიხილება კონსენსუალურ სქესობრივ აქტშიც კი და ა.შ. აშკარაა, რომ ასეთ სოციალურ კონტექსტში გაუპატიურება არ არის უბრალოდ სქესობრივი აქტი, არამედ არის სოციალური კონტროლის, ძალაუფლების, ჩაგვრისა და დომინაციის რთული სისტემის გამოვლინება და მისი შენარჩუნების ინსტრუმენტი. 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Brownmiller, S. (1975). Against Our Will: Men, Women, and Rape. New York: Fawcett Columbine.

კატეგორია: 
ავტორები: