სოციალ–დემოკრატია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Social Democracy

როგორც ზოგადი ტერმინი, აღნიშნავს გარკვეულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემას, რომლის შინაარსსაც შეადგენს საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს მხარდაჭერა, სამოქალაქო სამსახურების ნაციონალიზაცია, შერეული ეკონომიკა, სახელმწიფო სამედიცინო მომსახურება და უმუშევრობის ლიკვიდაცია. ს.–დ., როგორც მემარცხენე, მათ შორის მარქსისტული პარტიების საერთო პოლიტიკური პლატფორმის აღმნიშვნელი ტერმინი, პოლიტიკურ ლიტერატურაში გამოიყენება XIX ს–ის მეორე ნახევრიდან. გერმანული ს.–დ–ის პოლიტიკური სახე დიდად განსაზღვრა ბერნშტეინის იდეებმა. ევროპული სოციალ–დემოკრატიული პარტიების დიდმა ნაწილმა, როგორც მშრომელი კლასის ინტერესების გამომხატველებმა, ჩათვალეს, რომ ამ ინტერესების დაცვა და მარქსის და ენგელსის მიერ „კომუნისტური პარტიის მანიფესტში“ ჩამოყალიბებული პროგრამული მიზნებიდან ძალზე ბევრი ამოცანის განხორციელება (უფრო კონკრეტულად, საშემოსავლო პროგრესული გადასახადები, ტრანსპორტის ნაციონალიზაცია, ბავშვების შრომის გამოყენების გაუქმება და საყოველთაო სწავლების შემოღება და სხვ.) სავსებით შესაძლებელია პარლამენტური ბრძოლის მეთოდებით. მათგან განსხვავებით, რუსეთის მარქსისტული პარტიების ერთმა ჯგუფმა ლენინის მეთაურობით, რომელიც დასაწყისში ასევე სოციალ–დემოკრატიულად იწოდებოდა, შემდგომში არსებითი ტრანსფორმაცია განიცადა და ჯერ ბოლშევიკური, ხოლო ბოლოს კომუნისტური პარტიის სახით ჩამოყალიბდა, პოლიტიკური ბრძოლის განსხვავებული გზა აირჩია და რუსეთში მოვიდა და კიდეც ხელისუფლების სათავეში სახელმწიფოს გადატრიალების გზით. ს.–დ–ულ მოდელზე მოწყობილი ქვეყნების ნიმუშია სკანდინავიის ქვეყნები, უპირველეს ყოვლისა შვეცია, სადაც ს.–დ–ები ხელისუფლებას XX ს–ის 30–იანი წლებიდან უმეტესი დროით ფლობენ.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: