Civil Rights
კანონით გარანტირებული პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური უფლებები, რომელიც გააჩნია ყოველ მოქალაქეს როგორც საზოგადოების წევრს. ნებისმიერი სახელმწიფო თავის მოქალქაქეებს კონსტიტუციურ და სხვა სახის გარანტიების მინიჭებასთან ერთად ს.უ–საც ანიჭებს. მაგრამ ხანდახან კონსტიტუცია აღიარებს უფლებებს და არ იძლევა მოქალაქეების მიერ მათი განხორციელების საშუალებას. საქართველოს თანამედროვე კანონმდებლობა კრძალავს დისკრიმინაციას რასობრივი, სქესობრივი, რელიგიური პრინციპით. მოქალაქეებს შეუძლიათ ზოგიერთი თავისი უფლება სახელმწიფოსთან კამათში დაიცვან (მაგ., მიმართონ ევროსასამართლოს და სხვ.).
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: