ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო დემოკრატიულ ქვეყნებში, რომლის ძირითადი ფუნქციაა კანონშემოქმედება პარლამენტში არჩეული დეპუტატების მეშვეობით. კანონშემოქმედება არ არის პარლამენტის ერთადერთი ფუნქცია. ს.ხ. ამტკიცებს მთავრობას, ბიუჯეტს და ასრულებს სხვა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ფუნქციებს. ს.ხ. წარმოიშვა შუა საუკუნეების საკრებულოებისაგან, რომლებიც სათათბირო ინსტიტუტების სახით არსებობდა მეფეების კარზე. ს.ხ-ის მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც რიგ ევროპულ ქვეყნებში რევოლუციური გარდაქმნების შედეგად განხორციელდა ხელისუფლების დეკონცენტრაცია და პარლამენტმა დამოუკიდებელი სახელისუფლებო ფუნქცია შეიძინა.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი