ზოგადად წარმოადგენს ფილოსოფიურ მიმდინარეობას, რომელიც უარყოფს ჭეშმარიტების ობიექტურობას და ასეთად მიიჩნევს მხოლოდ იმას, რასაც პრაქტიკული შედეგები აქვს. ანალოგიურადვე პ. პოლიტიკაში ინდივიდის ან ჯგუფებისათვის განმსაზღვრელად თვლის ბრძოლას არა აბსტრაქტული იდეალების რეალიზაციისათვის, არამედ კონკრეტული პრაქტიკული შედეგებისა და სარგებლიანობისათვის. პ., როგორც დამოუკიდებელი იდეების სისტემა, ჩამოყალიბდა XIX ს-ში შეერთებულ შტატებში. თუმცა იგი არ გაჩენილა ცარიელ ნიადაგზე და თუ მხოლოდ ბრიტანული პოლიტიკურ-ფილოსოფიური ტრადიციით შემოვიფარგლებით, წინამორბედ ფორმად შეგვიძლია იერემია ბენტამის უტილიტარიზმი მივიჩნიოთ. გამოდიოდა რა სარგებლიანობის პრინციპიდან, ბენტამმა მილთან და რიკარდოსთან ერთად განსაზღვრა საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს პრინციპები, ხელი შეუწყო ლიბერალიზმის განვითარებას.
პრაგმატიზმი (პოლიტიკური)
Pragmatism (Political)
კატეგორია: