Political Behavior
გულისხმობს ცალკეული ადამიანების, ჯგუფებისა და მთელი კლასების იმგვარ აქტივობებს, რომლის საშუალებითაც ხორციელდება საზოგადოების პოლიტიკური სისტემის ფორმირება ან ცვლილება. ამგვარ ქცევათა შორის შეგვიძლია დავასახელოთ საარჩევნო, ლობისტური და სკუთრივ პოლიტიკური აქტივობები. ამ ტიპის ობიექტების კვლევებს ძირითადად სოციოლოგები, საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ჯგუფები და ემპირიული კვლევების სხვა მომხრეები მიმართავენ, რითაც ისინი ემიჯნებიან პოლიტიკის იმ მკვლევარებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სხელმწიფო მოწყობის, პოლიტიკური ფილოსოფიისა და პოლიტიკის ისტორიის ანალიზით.
კატეგორია: