Political Stability
სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებს შორის არსებული კავშირის სისტემა, რომლისთვისაც გარკვეული მთლიანობა და მასზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური რეალიზებაა დამახასიათებელი. განასხვავებენ შიდა პოლიტიკურ, რეგიონალურ და საერთაშორისო პ.ს-ს. ამ სისტემების სპეციფიკა, უპირველეს ყოვლისა, განისაზღვრება მასში ჩართული პოლიტიკური სუბიექტებით. მის მთავარ სუბიექტებს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები წარმოადგენენ.
კატეგორია: