Polis
1. ძვ. წ. VI ს-ში საბერძნეთში აღმოცენებული სახელმწიფო მოწყობის სამოქალაქო-დემოკრატიული ფორმა, სადაც უარყოფილ იქნა ტირანიისა და არისტოკრატიის ხელისუფლება.2. პოლიტიკური ერთობა, რომელსაც თითოეული ადამიანი ბუნებრივად მიეკუთვნებოდა და რომლის დანიშნულებაც ამ ადამიანის აღზრდა, მხარდაჭერა და მისთვის მოქმედების ასპარეზის მიცემა იყო. აღნიშნული ერთობის გამყარება მოქალაქის უპირველეს მოვალეობას წარმოადგენდა. პ. წმინდა იყო, მის სამსჯავროზე ღმერთებსაც კი ასამართლებდნენ. ძვ. წ. IV ს-ში პ-ის ასეთი აღზევება თანდათან გაქრა და იგი ინტერესთა, ძალისა და ხელისუფლებისათვის ბრძოლის არენად იქცა.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: