XV ს–დან ევროპაში გავრცელებული ეკონომიკური თეორია, რომელიც საზოგადოების კეთლიდღეობის საფუძვლად თვლიდა არა მრეწველობის განვითარებას, არამედ სასაქონლო და ფულადი საშუალებების ბრუნვას. მერკანტილისტური დოქტრინა მიიჩნევდა, რომ საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს საგარეო ვაჭრობის იმგვარ რეგულირებას, როდესაც საქონლის გატანა სჭარბობს მის შემოტანას, ხოლო ქვეყანაში შემოტანილი დოვლათი გროვდება ფულადი კაპიტალის სახით. ტერმინის აღნიშნული გაგება საფუძვლად დაედო უფრო ფართო მნიშვნელობას ყოველდღიურ სიტყვათგამოყენებაში, როდესაც მერკანტილურად ითვლება ანგარიშიანობასა და სარგებლობაზე დამყარებული ქცევა.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი