Meritocracy
საზოგადოების ელიტარული ნაწილი, რომლისადმი მიკუთვნილობა განისაზღვრება არა ჩამომავლობით ან სოციალური მდგომარეობით, არამედ პიროვნული უნარებითა და ინდივიდუალური ძალისხმევით. მ., როგორც სოციალური იერარქიის საფეხურებზე გადაადგილების პრინციპი, პირველად სახელმწიფო პოილიტიკის დონეზე სრულიად გამოიყენეს 1789 წლის რევოლუციის შემდგომ და განსაკუთრებით ნაპოლეონის ეპოქის საფრანგეთში, როგორც „ნიჭისათვის ღია გზის“ პრინციპი.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: