ლიბერალიზმი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Liberalism

ერთ–ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული იდეური და სოციალ–პოლიტიკური მოძრაობა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს პიროვნების თავისუფლების დაცვა, ჰუმანიზმი და დემოკრატიზმი, საბაზრო მეურნეობა, მეწარმეობის თავისუფლება, კონკურენცია სახელმწიფოს მინიმალური ჩარევით, ზომიერი რეფორმატორობა, რაციონალიზმი, შემწყნარებლობა, პარლამენტარიზმი, ინდივიდუალიზმი, კოსმოპოლიტიზმი, ტრადიციებისაგან დამოუკიდებლობა და სხვ. ლ–ის იდეები აქტიურად მუშავდებოდა ჯერ კიდევ XVII-XVIII სს–ში, მაგრამ როგორც დამოუკიდებელი, განსაკუთრებული მიმართულება, რომელმაც ფართო გაქანება მიიღო, იგი XIX ს–ის 30–40–იან წლებში ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით კი ლიბერალური პარტიის გაჩენასთან დაკავშირებით. დღეს ბევრი ასეთი პარტია მმართველია ან კოალიციური მთავრობის შემადგენლობაშია. 1947 წელს ამ პარტიათა უმრავლესობა გაერთიანდა და ჩამოაყალიბა ლიბერალური ინტერნაციონალი, რომელმაც მიიღო „ლიბერალების მანიფესტი“. მათ შესამჩნევი წარმომადგენლობა აქვთ ევროპარლამენტში. ლ–სთვის დამახასიათებელია პიროვნების თვითფასეულობების აღიარება და ყველა ადამიანის საწყისი თანასწორობა, მოქალაქეთა თავისუფლების, უფლებებისა და პასუხისმგებლობის უზრუნველყოფისათვის ბრძოლა, ხალხის მმართველობა, კონსტიტუციონალიზმი, კანონიერება და სამართლის დაცვა, ხელისუფლების დანაწილება, სახელმწიფოს აღქმა როგორც ორგანოსი, რომელიც დაფუძნებულია საზოგადოების წევრებთან საერთო კონსესუსზე, პიროვნების თავდაპირველი უფლებების დაცვასა და მის პირად ცხოვრებაში ჩაურევლობაზე. ლ. ცალსახოვანი არ არის. მან სერიოზული ევოლუცია განიცადა კლასიკური ლ–დან XIX-XX სს–ების ნეოლიბერალიზმამდე. თანამედროვე მსოფლიოს სამეცნიერო–ტექნოლოგიური, სოციალურ–პოლიტიკური და სხვ. გლობალური, ძირეული ცვლილებების გავლენით იგი დღესაც განიცდის ევოლუციას. სხვადასხვა ეტაპზე სერიოზულად იცვლებოდა ლ–ის დამოკიდებულება და ურთიერთქმედება ერთი მხრივ, კონსერვატიზმთან და მეორე მხრივ, სოციალ–დემოკრატიზმთან. ისტორიული და თანამედროვე ლ–ის ყველაზე უფრო თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან: ლოკი, მონტესკიე, კანტი, ჯეფერსონი, ა. სმიტი, დიდრო, ბენტამი, სპენსერი, ჯ.ს. მილი, ს.მ. ლიპსეტი, პოპერი, ფ. ჰაიეკი, ჰ. ალბერტი და სხვ.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: