კოლონია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Colony

ეს ლათინური ტერმინი თავდაპირველად აღნიშნავდა რომის იმპერიიდან გამოსულთა მიერ დაარსებულ იმპერიის გარეთა დასახლებას. განსახლების ამგვარი პრაქტიკა რომაელთა მოგონილი არ არის. რომაელებამდე მსგავს დასახლებებს ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები ქმნიდნენ თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება ბერძნულ და რომაულ კ-ებს შორის, რასაც პირველად ადამ სმიტმა მიაქცია ყურადღება. ბერძნული  ქალაქ-სახელმწიფოს კ. პოლიტიკურად დამოუკიდებელი იყო, მაშინ როდესაც რომაულ კ-ებზე რომის იურისდიქცია და, შესაბაისად, რომის სამართალი ვრცელდებოდა. ევროპელებმა დედამიწის სხვადასხვა კუთხეში კ-ების დაარსება კულტივაციისათვის ვარგისი მიწების ძიების (იტალიელებმა) ან საქონლის გასაღების ახალი ბაზრების, ისევე როგორც, იაფი ნედლეულის წყაროების მოპოვების (ბრიტანელებმა, პორტუგალიელებმა და ჰოლანდილებმა) სურვილით დაიწყეს. კ-ების დაარსების სხვა წყაროები იყო ქრისტიანული პროზელიტიზმი და სამხედრო ავანტიურიზმი. სწორედ ამგვარი მოტოვები ედო საფუძვლად, მაგ., ესპანეთის კოლონიალურ იმპერიას სამხრეთ ამერიკაში, რომელიც შეიქმნა "ოქროს, ღმერთისა და დიდებისათვის".

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: