Equal Opportunities
ინდივიდების მისწრაფბათა რეალიზაციის თანაბარი შანსი. თ.შ-ის პრინციპის რეალიზაციას ხედავენ დემოკრატიულ ქვეყნებში გავრცელებულ პრაქტიკაში - ვაკანტური თანამდებობა დაკავებული იქნეს კონკურსის წესით. კანონით დაცული თ.შ-ის არსებობა არ ნიშნავს, რომ საზოგადოებაში სრულად არის რეალიზებული სოციალური თანასწორობის იდეალი. თანასწორობის აბსოლუტურ რეალიზაციას ხელს უშლის მრავალი სოციალური და ეკონომიკური ფაქტორი და ის ძირითადად არარეალიზებად სოციალურ მოდელად რჩება, რომელსაც მეტ-ნაკლებად შეიძლება დაუახლოვდეს ესა თუ ის კონკრეტული საზოგადოება.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: