Vote
ინგლისურენოვან პოლიტიკურ ლიტერატურაში ზოგადად კენჭისყრის აღსანიშნავად გამოიყენება. ქართულ პოლიტიკურ პრაქტიკაში იგი დამკვიდრდა უფრო ვიწრო მნიშვნელობით, რაც გულისხმობს მთავრობის ან მისი რომელიმე წევრის პილიტიკისადმი ნდობის ან უნდობლობის გამოცხადებას კენჭისყრის საშუალებით. უნდობლობის ვ-ის გამოტანას მთავრობის გადადგომა მოსდევს. კენჭისყრა შეიძლება განხორციელდეს ხელის აწევით ან ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. პროცედურის კონკრეტული სახე დამოკიდებულია ქვეყნის საპარლამენტო ტრადიციასა და რეგლამენტზე.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: