იდეოლოგიისა და ფსიქოლოგიის, პოლიტიკისა და პრაქტიკის თვისება, რომელიც მომდინარეობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ნების გადამწყვეტ ფაქტორად აღიარებიდან და ამ ნების გონებისა და საზოგადოებრივი კანონებისადმი დაპირისპირებიდან. ვ–თვის დამახასიათებელია სუბიექტურის ობიექტურისაგან მოწყვეტა, ირაციონალურობის, იმპულსურობის, სტიქიურობის, სპონტანურობის როლის გაზვიადება, პოლიტიკასა და პრაქტიკაში ისტორიული განვითარების რეალური პირობებისა და შესაძლებლობების და პირობების იგნორირება, განუკითხაობა და სუბიექტივიზმი. ბუნებრივია, რომ ვ. განსაკუთრებით დამახასიათებელია სოციოლოგიისა და პოლიტიკური მეცნიერების სუბიექტივისტური მიმართულებისათვის, ხოლო პოლიტიკასა და პრაქტიკაში – ავტორიტარიზმის, ბონაპარტიზმის, ტოტალიტარიზმისათვის. მან არაერთხელ პოვა თავისი გამოვლინება ხალხოსნების, ანარქისტების, ესერების, ბოლშევიკების რევოლუციურ მოღვაწეობაში ოქტომბრამდე და ოქტომბრის შემდეგ, სტალინიზმის თვითნებობასა და განუკითხაობაში, ხრუშჩოვის სუბიექტივიზმსა და არაპროგნოზირებად პოლიტიკაში, როგორც პერესტროიკის, ისე უკანასკნელი ათწლეულის რეფორმატორი მოღვაწეების არაკომპეტენტურ, გაუთვლელ, დაუფიქრებელ, უსაფუძვლო და წინააღმდეგობებით აღსავსე პროექტებსა და პრაქტიკულ მოქმედებებში.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი