1. სახელმწიფოს მეთურის ან პარლამენტის ზედა პალატის უფლება, აკრძალოს ან დროებით შეაჩეროს საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონის ძალაში შესვლა (საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლით ეს უფლება მინიჭებული აქვს საქართველოს პრეზიდენტს). შეერთებული შტატების კონსტიტუციით, წარმომადგენელთა პალატის ან სენატის მიერ მიღებულ კანონპროექტზე პრეზიდენტმა შეიძლება წააწეროს სიტყვა ვ. („ვკრაძალავ“). რის შემდეგაც დოკუმენტი აკრძალვის სათანადო მოტივაციით საკანონმდებლო ინსტიტუტს უბრუნდება. ამის შემდეგ კონგრესს მაინც შეუძლია გაიტანოს თვისი კანონპროექტი, თუ მისი წევრები მოაგროვებენ ორივე პალატაში ხმების 2/3-იან უმრავლესობას. თუ პრეზიდენტი კვლავ ვ-ს დაადებს კანონპროექტს, ვ. ავრომატურად ძალაში შედის ათი დღის ვადაში, თუ ამ პერიოდში კონგრესი არ შეწყვეტს სხდომებს. 2. საერთაშორისო ასპარესზე ვ-ს უფლება აქვთ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს (აშშ -ს, რუსეთს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და ჩინეთს).
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი