განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი სოციალურ მეცნიერებებში შეიქმნა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ პროექტის "განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი სოციალურ მეცნიერებებში: ფსიქოლოგია, გენდერი, გამოყენებითი სტატისტიკა, საჯრო პოლიტიკა და მართვა" ფარგლებში. პროექტი განხორციელდა 2014-2016 წლებში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით. პროექტის შედეგად შემუშავდა ონლაინ ლექსიკონი და ლექსიკონის დესკტოპ-აპლიკაცია.
ონლაინ ლექსიკონი-ცნობარი და მისი დეკსტოპ-აპლიკაცია ხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისთვის: სტუდენტებისთვის, პროფესორებისთვის, მთარგმნელებისთვის, სხვა დაინტერესებული პირებისთვის. ტერმინების შემუშავებაზე მუშაობდა 21 ადამიანისგან შემდგარი გუნდი.
2016-17 წლებში მოხდა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ 2004 წელს გამოცემული ბეჭდური ლექსიკონის "სოციალურ და პოლიტიკუ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი" დიგიტალიზაცია.
ამ ეტაპზე ლექსიკონი მოიცავს 1988 ტერმინს, აქედან 500 ტერმინი არის ფსიქოლოგიის დარგში, 300 ტერმინი - გენდერსა და ფემინისტურ თეორიებში, 201 ტერმინი - საჯარო პოლიტიკასა და საჯარო მმართველობაში, 202 ტერმინი - გამოყენებით სტატისტიკაში, 281 ტერმინი - პოლიტიკურ მეცნიერებებში, 173 ტერმინი - საერთაშორისო ურთიერთობებში, და 329 ტერმინი - სოციოლოგიაში.
პროექტზე მუშაობდნენ ცენტრის თანამშრომლები და სამიზნე მეცნიერებების სპეციალისტები. იდეის ავტორი - გიორგი ხელაშვილი.
ადმინისტრაციული გუნდი:
მანანა (მაკო) მიქაბერიძე, პროექტის მენეჯერი (2014)
დიანა ლეჟავა, პროექტის მენეჯერი (2015-16)
ანი გერგედავა, პროექტის ტექნიკური კოორდინატორი
ქეთევან გიკაშვილი, ფინანსური მენეჯერი
ზაზა ზაალიშვილი, პროგრამისტი
სამეცნიერო რედაქტორები:
ნანი მაჭარაშვილი (საჯარო პოლიტიკა და საჯარო მმართველობა)
თამარ ცხადაძე (გენდერი და ფემინისტური თეორია)
მარინე ჩიტაშვილი (ფსიქოლოგია)
დალი ფარჯანაძე (ფსიქოლოგია)
ზაზა ხეჩინაშვილი (სტატისტიკა)
ენობრივი რედაქტორები:
ლიკა კაჭარავა
ლალი ქადაგიძე
ავტორები:
სრული სიის სანახავათ იხილეთ ავტორთა გვერდი.