მენსპრედინგი (სიტყვასიტყვით: კაცის (man) გაშლა, გავრცელება (spreading)) ნეოლოგიზმია, რომლითაც აღნიშნავენ კაცებისათვის დამახასიათებელ პრაქტიკას, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ისე დასხდნენ (გაშლილი ფეხებით), რომ ერთი მგზავრისათვის განკუთვნილ ადგილზე მეტი დაიკავონ და ამით გვერდით მსხდომები (როგორც წესი, ქალები) შეავიწროვონ, მათ პირად სივრცეში შეიჭრან. ტერმინი ახლახან გაჩნდა აშშ-ში, კანადაში, ბრიტანეთსა და თურქეთში სოციალურ მედიაში წამოწყებული ფემინისტური კამპანიის შედეგად. კამპანიის კრიტიკოსები მენსპრედინგის პრაქტიკას „მამაკაცური ბუნებით“ და კაცის ანატომიით ხსნიან და ამართლებენ, თუმცა ბევრი აქტივისტისთვის აშკარაა, რომ ეს პრაქტიკა ერთმნიშვნელოვნად უთანასწორობის, გენდერული ჩაგვრისა და ძალაუფლების გამოხატვის ყოველდღიური და ბევრ კულტურაში გავრცელებული ფორმაა.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Code, L. (Ed.). (2000). Encyclopedia of Feminist Theories. London & New York: Routledge.
Malti-Douglas, F. (Ed). (2007). Encyclopedia of Sex and Gender, Thomson Gale
Pilcher, J. and I. Whelehan. (2004). Fifty Key Concepts in Gender Studies, London: SAGE. Publications.