გენდერული წარმოდგენები არის კულტურაში არსებული და გაზიარებული შეხედულებები, წესები და ნორმები, რომლებიც ხელს უწყობს სოციალურ სტრუქტურაში განსხვავებებისა და უთანასწორობის კვლავწარმოებას. სოციალური ურთიერთობების კონტექსტი, სადაც გენდერული წარმოდგენებია გამეფებული, განსაზღვრავს ინდივიდების გენდერულ როლებს. ისინი განსაზღვრავს მათი ქმედებების შეფასებასაც ამა თუ იმ სიტუაციაში.
კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოში დღეს გავრცელებული გენდერული წარმოდგენების მიხედვით, ქალები ძირითადად პასუხისმგებელნი არიან საოჯახო საქმეებსა და ბავშვის მოვლაზე, მათ მორჩილება მოეთხოვებათ, მამაკაცები კი განიხილებიან, როგორც გადაწყვეტილების მიმღებნი. ჰეგემონიური გენდერული წარმოდგენები გავლენას ახდენს კაცებსა და ქალებზე, მათ მოლოდინებსა და ქცევაზე. გენდერული წარმოდგენები გენდერული სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია, გენდერული სისტემის წესები კი, არსებითად, განსაზღვრავს და არეგულირებს სოციალურ ურთიერთობებს.
***
გამოყენებული ლიტერარატურა:
50 Key Concepts in Gender Studies, Jane Pilcher & Imelda Whelehan, SAGE Publications, 2004