მეტროსექსუალი არის ჰეტეროსექსუალი მამაკაცი, რომელიც დიდ ქალაქში ცხოვრობს და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საკუთარ გარეგნობას. ეს ტერმინი პირველად გასული საუკუნის 90-იან წლებში დამკვიდრდა და აერთიანებს ორ სიტყვას: „დედაქალაქის“ (metropolitan) და „ჰეტეროსექსუალი“. მეტროსექსუალები დიდი ქალაქების ცენტრში მცხოვრები, მაღალი ანაზღაურების მქონე მარტოხელა კაცები არიან. მათი ცხოვრების სტილი 80-იანების „გეი ცხოვრების სტილს“ ჰგავს. მაგალითად, ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი თავის თავში აერთიანებს „კაცურ“ სპორტს და „ქალურ“ მოდას. მეტროსექსუალი ასევე ასოცირდება ნარცისიზმთან და თავმომწონეობასთან. მეტროსექსუალის იმიჯი დიდწილად ბაზრის მიერაა შექმნილი და კაპიტალისტურ კონსუმერიზმს წაახალისებს. გარეგნობისა და ექსჰიბიციონიზმის ხაზგასმა მეტეროსექსუალისგან მოითხოვს, ჰქონდეს უკანასკნელი მოდის ვარცხნილობა, ასევე, იყოს გამოწყობილი მოდური ტანსაცმელში, ატაროს აქსესუარები და მამაკაცებისთვის განკუთვნილი საგანგებო კოსმეტიკა. ეს ყველაფერი გულისხმობს შესაბამის ცვლილებებსაც ფულისა და დროის ხარჯვის წესში.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Code, L. (Ed.). (2000). Encyclopedia of Feminist Theories. London & New York: Routledge.